მეძვირფასებოდი…

მეძვირფასე(სე)ბოდი...
გულში იყავი და სადღაც სულთან ახლოს.
………………………………………..

ბოლომდე ვავსებდი ჩემს სხეულს ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივით და მერე უკანმოუხედავად ვეშვებოდი ათასჯერ ამოვლილ დაღმართზე.
ათასჯერვე  პირველად შეგრძნობის სიხარულის სურვილით ამოვდიოდი, და ათასჯერვე სულ ჩუმად, უხმაუროდ ჩავდიოდი…
მეზობლის წვეულებაზე დაუპატიჟებლად მისულის გამობრუნებული ნაბიჯით.
და ისევ იწყებოდა თავიდან.. აღმა-დაღმა.
ჩემთვის ჩუმად ვბუტბუტებდი..
და სადღაც გულის მიყრუებულ კუთხეში ვიღაც ირონიით იმეორებდა ჩემს ნაბუტბუტარს…
………………………………………….

გულში იყავი და სადღაც სულთან ახლოს…
იყავი..
(საოცარი სიტყვაა.. ან წარსულის მოგონებად დარჩენილ არსებობას გვამცნობს და ან დარჩენას გთხოვს)
იყავი… ან იყავი! : )
……………………………………

სულ რომ არაფერი, ამისთვის ღირდა!.. მევლო აღმა-დაღმა, ზევით და ქვევით.. და მერე მეფიქრა მარტოდ დარჩენილის ფიქრით – რომ ამისთვისაც ღირდა სიცოცხლე!
…………………………………………..

მინდა: ზამთარი. დათოვლილ ნაძვებში გახვეული პატარა სახლი..
ფანჯრებიდან გამომავალი ყვითელი სინათლე.
სახურავზე საკვამური და ხისსუნიან ოთახში აგუზგუზებული ბუხარი.
ბუხრის წინ თბილი და ფუმფულა ხალიჩა. ხალიჩაზე ორი ჭიქა წითელი ღვინო..
მხოლოდ ცეცხლის შუქით განათებული ოთახი და ფანჯრებში თოვა.
და შენ…

Advertisements

7 Comments on “მეძვირფასებოდი…”

  1. sun_waiting ამბობს:

    სალ, რა იცი ხოლმე ასე ჩახუჭუჭება ^_^

    ისე მაინც წერე, რომ ახალგაღვიძებულზე რამე გავიგო 😀

  2. ლამზირა დეიდა ამბობს:

    მიყვარხარ სალომე. უკვე ვხვდები, რატომ თქვა ერთხელ მიშომ შენზე “შერეკილიაო”.

  3. რუსა ამბობს:

    ,,გულში იყავი და სადღაც სულთან ახლოს.”გენილურია!მომეწონა…..<3

  4. გვირილა ამბობს:

    საყვარელია…

  5. »♥» ana «♥« ამბობს:

    იმ “აგუზგუზებულ ბუხარზე” უფრო ტბილი და მხურვალე იყო ❤ მომეწონა ძალიან )


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s