HaPpy, HapPy New YeaR! :*

ახალწლამდე 3 კვირით ადრე დავიწყე იმაზე წუწუნი, რომ საახალწლო განწყობა არ მქონდა!  დარმწმუნებულიც კი ვიყავი, რომ 12 საათს facebook-ზე  ან მძინარე შევხვდებოდი 🙂 მაგრამ კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო, ზუსტად ამაზეა ნათქვამი (სად გამახსენდა ახლა ეს ანდაზა ამ ახალ წელს 😀 )

ჯერ იყო და სპორტის სასახლესთან გაჩენილმა ნაძვებისა და ჩიჩილაკების ტყემ გამახალისა, მერე საახალწლოდ მორთულმა ჩემმა ქალაქმა და ნათურებმა ❤

და სახლშიც რომ აქტიური ფუსფუსი დაიწო, ვერც კი მივხვდი ისე ჩავები ამ საქმეში და მოხალული მიწისთხილის გარჩევა დავიწყე 😀

მერე ჩემმა ძმამაც, თითქოს არაფერიო, ნაძვის ხის აწყობაში ჩამრთო და მივხვდი რომ მიხაროდა ახალი წელი!!!

ახლა ჩიჩილაკიც მაქვს და ნაძვის ხესთან ყურცქვიტაც მიზის ❤  დღეს ღამე ეკა გამოვა ჩემთან მეკვლედ და შემპირდა ცოცხალ კურდღელს გამოგიყვანოო ❤ ვაიმე ნეტა თეთრი იყოს, თოვლის მაგივრად მივიღებ  : )))

ჩემი საფირმო სამარხო ნამცხვარი  ❤

რა თქმა უნდა ჩემი გაკეთებულია და ეკა ამის ხათრით დავითანხმე ჩემთან გამოსვლაზე 😀

ხვალ ბებიასთან და პაპასთან ვაპირებ სოფელში წასვლას.. და საჩუქრები და ტკბილეულობა მიმაქვს 🙂

ან სანტა ვარ და ან წითელქუდა 😀 😀

ეს მელოდია ყოველთვის სასიამოვნო განწყობაზე მაყენებს ❤ თბილი და ბედნიერი, სიყვარულიანი ახალი წელია აქ! ❤ ❤ ❤

მოკლედ, ნამდვილი საახალწლო განწყობა მაქვს!

მამიკომ სანდროს დიიიიდი ნამდვილი ფეიერვერკებიც მოუტანა და მოუთმენლად ველოდები 12 საათს!

ახლა მხოლოდ თოვლი აკლია სრულ ბედნიერებას : )

გ ი ლ ო ც ა ვ თ     ყ ვ ე ლ ა ს ! ! !

Advertisements

4 Comments on “HaPpy, HapPy New YeaR! :*”

  1. sunwaited ამბობს:

    აუუ, საალ, ეგ ტარტალეტკები მაგრად მიყვარს 😀 დღეს დილით ერთი უკვე გავსინჯე ჩუმად და უგემრიელესიააააააააააააა 😀

    ოღონდ ჩუუ, არ გამცე 😀

    • salolas ამბობს:

      ააჰ ესე იგი შენ იყავი ხო? დედა კიდე მამიკოს აბრალებდა 😀

  2. gvirila ამბობს:

    gilocav axal wels,mixaria rom movida saaxalwlo ganwyoba.
    Me saertodac sofelshi shevxvdi da mshvenieria,sul sxva xibli aqvs. Axlac sofelshi var da mixaria 😀
    warmatebebi da bednieri axali weli shen 😉

    • salolas ამბობს:

      დიიდი მადლობა მეც გილოცავ და სულ სულ ბედნიერ და ღიმილიან წელს გისურვებ!!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s