News-ები გაუცხოებული ბლოგიდან
Posted: ნოემბერი 17, 2010 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, ჩე_მზე | Tags: "შემოდგომის ლეგენდა", გამოცდები, თამუნა, მეჯვარე, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, სამსახური, ქორწილი, KBN, News 2 Comments
დიდი ხანია არაფერი დამიწერია ჩემ შესახებ.
ჩემზე კი არა საერთოდ დიდი ხანია არაფერი დამიწერია 🙂
უკანასკნელი პოსტი, “ორი ბილეთი მომავლამდეა”, რომელსაც პოსტსაც კი ვერ დაარქმევ 🙂 ეს ის მოთხრობაა, რომელიც თსუ-ს კონკურს “შემოდგომის ლეგენდაზე” მქონდა გაგზავნილი და, სამწუხაროდ, საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდა 🙂
ხოდა, იმას ვამბობდი, დიდი ხანია ჩემზე არაფერი დამიწერია-მეთქი. არადა, რამდენი სიახლეა!!!
შუალედური გამოცდები მშვენიერი ქულებით დავამთავრე, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ამ სემესტრში სწავლით თავს ვიკლავდი 🙂
მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი რომ ვარ, ესეც მგონი უნდა გახსოვდეთ. 5 ნომბერს კონცერტი გვქონდა და ძალიან ძალიან კარგი იყო!!!
ახლა კვლავ ვაგრძელებთ რეპეტიციებს და დეკემბრის შუა რიცხვებისთვის კიდევ ერთი კონცერტით გამოვაცოცხლებთ თსუ-ს მე-8 კორპუსის სააქტო დარბაზს (სავარაუდოდ 😀 ) !
ნაწილობრივ ამის ბრალიცაა ჩემი და ჩემი მზიანი ალუბლებიანი ბლოგის ასეთი “გაუცხოება” 😐
არის ძალიან სასიამოვნო სიახლე, თუმცა ჯერ-ჯერობით ამაზე ხმამაღლა საუბარი არ მინდა!!! ❤ (sun)
ხო, კიდევ ერთი, ამ მცირეხნიანი “გაუცხოების” მანძილზე, მე უკვე სამსახურის დაწყება და თავის დანებებაც მოვასწარი 😀 სწრაფი ვარ რა 😀
და ჩემი ქორწილიიიიი?!!! ნუ მთლად ჩემი არა მაგრამ სანახევროდ 😀 არა, არა, არც ვთხოვდები და არც ცოლი მომყავს 😀 ჩემი საუკეთესო დაქალის მეჯვარე ვარ!!! ჩემი თამუნა თხოვდებაააა…..
კაბა უკვე შერჩეული მაქვს, ამ შაბათ-კვირას ფეხსაცმელსაც ვიყიდი. მგონი თამუნაზე მეტად მე ვნერვიულობ ასეთ დეტალებზე 😀
დარწმუნებული ვარ 27 ნოემბერი იქნება ძალიან ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი დღეეე!!!
არ მჯერა, 10 დღეში უკვე ჩემი საუკეთესო დაქალი “ვიღაცის” ცოლი იქნება 😀 მე კი არა დედამისიც ვერ შეეჩვია ამ აზრს და ყველა გახსენებაზე თვალები უცრემლიანდება 🙂 მაია დეიდა, რა საყვარელი ხართ :*
ხო კიდევ რა? მგონი საკმარისი პოზიტიური news-ები იყო ხო? : )))
ვიცი, რომ ეს ყველაზე უაზრო და “უპერსპექტივო” პოსტი გამომივიდა და ამ შემთხვევაში, ვხვდები, არ გაამართლებს ცუდად წოლის მაგივრად ცუდად ჯდომის იდეა 😀
მაგრამ მაინც, ინფორმაციული, პირადი და ბლოგ-კალენდარზე კიდევ ერთი დღის მომნიშვნელი პოსტი დაიდო მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარში ❤
საალ, შენ კი არა, მეც არანაკლებ ვნერვიულობ არა, მარა ვემზადები თამოს ქორწილისთვის ))
და არა მარტო მე, მე და აჩო წინასწარ გავივლით რეპეტიციას :დ
შენ სასიამოვნო სიალეს კი რაც შეეხება, მგონი მაგრად ვერ მიტანს ეგ ბიჭი და რაღაცა უნდა უშველო :დ
არაა საიდან მოიტანე რომ ვერ გიტანს? 😛 ისე ჩვენში დარჩერს და ეგეც მაგას მეუბნება, ვეკო მგონი ვერ მიტანსო 😀 😀 რაც მთავარია მე გიტანთ გადასარევად ორივეს 😀 😀 😀 ❤