“შემოდგომის ლეგენდა” და ამბიციურობის ზეიმი KBN-ში

 

ვამბობდი “არც ერთი დღე სტრიქონის გარეშე” ჩემი ლოზუნგიამეთქი…  რაღაც არ მეტყობა!..  საერთოდაც ძალიან მოვწყდი ამ სამყაროს (ვგულისხმობ ბლოგს).  ბევრი სიახლეა, რაღაც ცვლილებები.. ეტაპი, როცა რაღაც ახალს ვეძებ, ვქმნი და მსიამოვნებს ეს!

ხო, კონკურს “შემოდგომის ლეგენდაზე” მქონდა გაგზავნილი ნაწარმოები. 122 მონაწილიდან მხოლოდ 10 გადიოდა მეორე ეტაპზე და რა გასაკვირია და ვერ მოვხვდი : )) გული დამწყდა, მაგრამ არც იმდენად რომ ავდგე და პირდაპირ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის სახურავიდან გადმოვხტე პროტესტის ნიშნად! : )

თან გორგილაძემ დამამშვიდა, კონკურსები საერთოდ არაფერს ნიშნავს, ხუან რულფო არცერთ კონკურსზე არ ყოფილა, დღეს კი მისი სახელობის ჯილდო ყველაზე პრესტიჟულია სამხრეთ ამერიკაშიო! რა ვიცი, რა ვიცი…

კი დაეჯერება ადამიანს, ბოლო-ბოლო წინა წლის “შემოდგომის ლეგენდის” მე-2 ადგილის მფობელი (რა კარგი სიტყვაა.🙂 )  და ახლაც ათეულის წევრია! (მასობრივი მილოცვა😛 ) ყოველ შემთხვევაში დიიდი მადლობა გამხნევებისთვის🙂

რაღაც აბსურდია, მაგრამ აქამდე ბლოგზე არ გამომიქვეყნებია მოთხრობა, რომელიც ამ კონკურსზე გავაგზავნე. ამ დღეებში გამოვაქვეყნებ, თქვენ მაინც შემიფასეთ : ))

ახლა რაც შეეხება ზემოთ ნათქვამ სიახლეს და “რაღაც ახალის ძებნის, შექმნის და სიამოვნების ეტაპს”🙂

ყურადღება!!!

უნივერსიტეტში მხიაურლთა და საზრიანთა კლუბის წევრი ვარ!🙂

ახალი და უკვე დამეგობრებული ადამიანები, ყოველდღე რეპეტიციები, ბევრი აზრიანი და უფრო ბევრი უაზრო ხუმრობები,😀  გამარჯვების სურვილი და არა მარტო უბრალოდ სურვილი!!! ამისთვის ბრძოლა!

რამდენიმე დღის წინ ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი, იმხელა სიამოვნებას ვიღებ იქ ყოფნით, ისე ვერთობი და ვისვენებ, სულ რომ არ დავდგე სცენაზე და არაფერი გავაკეთო მაინც არ დამწყდება გული და ფუჭად დაკარგულ დროდ არ ჩავთვლი ამ პერიოდს-მეთქი!

სამაგიეროდ, უკვე ვატყობ რომ აღარ მახსოვს ლექციების განრიგი,  სემინარის წინა ღამეს ვეძებ სასწავლ ქსეროქსებს და აღმოვაჩენ ხოლმე რომ არ გადამიღია🙂 არ მაქვს დავალებები, მჭირს მუდმივი უძილობა და ქრონიკული მთქნარება, თითქმის მთელი დღე უჭმელი დავბოდიალობ და ღამე სახლში მისული ვასკდები საჭმელს😐

29-ში თამაშია!

უნივერსიტეტის 7 გუნდიდან მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! და საერთოდაც არ ვეთანხმები  “მონაწილეობით თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ” აზრს!!!

ჩვენ ამბიციურად  1-ლი ადგილი გვინდა!!!🙂


3 Comments on ““შემოდგომის ლეგენდა” და ამბიციურობის ზეიმი KBN-ში”

  1. Mari says:

    ვა, რა მაგარია..🙂 წარმატებას გისურვებ სალ :*

  2. რა კარგიაა!!!! მომწონს შენი სიახლეები… აბა თქვენ იცით წარმატებები საალ


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s