დამთავრდა გამოცდები-დაიწყო ზაფხული! <3

ყველაფერი გენიალურადაა!
გამოცდები მივაღრჩვე, თან არც თუ ურიგოდ.

არ ვნერვიულობდი დიდად. უბრალოდ ძალიან მინდა სტიპენდია, არა მხოლოდ იმიტომ რომ თვეში 150 ლარი საკუთარი ფული მექნება და როგორც მინდა ისე გავფლანგავ😉  ნუ ესეც მნიშვნელოვანია, მამ უფრო იმიტომ, რომ მიდა ჩემებს დავუმტკიცო, მიღწეულით არ ვკმაყოფილდები.. იმ დღეს დეიდაჩემი მეუბნებოდა, რა არის ჩააბარე და ეხლა ვსიოვო?

არადა მართლა ძალიან მაღალი ქულებით მოვხვდი, რა თქმა უნდა 100 % დაფინანსებით.. ხოდა პირველ სემესტრში  დასვენება და კაი ცხოვრება მოვიწყვე😀  ნუ სხვა ფაქტრებიც იყო, რომლის გამოც ხშიიიირად ვაცდენდი ლექციებს და დავბოდიალობდი წაღმა-უკუღმა🙂
რა თქმა უნდა ამან ჩემს ქულებზეც იმოქმედა.🙂  საბედნიეროდ არაფერი ჩამრჩენია, თორე ყველაზე დებილ და ზარმაც ადამიანად შევრაცხავდი ჩემს თავს😀
მეორე სემესტრში ცოტა მობილიზება (თუ მობილიზირება?) მოვახდინე, თან ის ზემოთხსენებული “ფაქტორიც” გაქრა ჩემი ცხოვრებიდან (გაქრა კი? საკითხავი აი ეს არის😀  ნუ რეალურად მაინც… )
მგონი ყველაფერი ასე თუ ისე დალაგდა…
ხოდა იმას ვამბოდი რომ გამოცდებს მოვრჩი!  (აქ საზეიმო მილოცვა😀 )  ეხლა მალე ქულებიც დაიდება.  ჯერ მარტო 2 საგნის ვიცი, 98 და 92 მყავს (happy)
რაც არ უნდა იყოს, მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია და მომავალ წელს უფრო ვეცდები🙂
მთავარია რომ უახლოესი 2 თუ 3 თვის მანძილზე არ გავეკარები არავითარ სილაბუსებს, რიდერებს, ჩვენი ლექტორებისთვის ასე საყვარელ ქსეროქსებს და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენ უბედურებას🙂
რა კარგია რომ დეიდაჩემი ახალ-ახალი წიგნებით მამარაგებს🙂  ამ ზაფხულს საკითხვარი არ მომაკლდება🙂

თეთრი თუთის ქვეშ ჰამაკში წიგნები…  <3 ასევე ვიცი არ მომაკლდება მთის ჰაერი, ცივი მდინარე და ჩანჩქერი, მზე, მეგობრები და  ხანდახან ტვინის ბურღვა სოფლელი ბავშვების…😀
მიყვარს ზაფხულიიიიი!!!!!!!!!!!!!!!

აქ.. თივის ქვეშ…

მდინარის პირას საღამოობით…

მინდორში.. მზეში…

ჩემი ოცნებები ასრულებას იწყებენ ხოლმე…❤

იქნებ ამ ზაფხულსაც  … : ))))


14 Comments on “დამთავრდა გამოცდები-დაიწყო ზაფხული! <3”

  1. Mari says:

    ყოჩაღ სალ, გილოცავ. მე პირიქით ვიყავი. პირველ სემესტრში პირნათლად ვესწრებოდი ლექციებს და ვსწავლობდი კარგად. მეორე სემესტრი სულ ჩავაფლავე. ნერვებს გავუფრთხილდი და სანაცვლოდ უფრო მეტი თავის ტკივილი მივიღე.

    მთავარია ახლა ზაფხულია და ამიტომ არაფრის მეშინია😀😀

    • salolas says:

      მეორე სემეტრში ვეკო შემოგიჩნდა და მაგიტომ დაგემართა ეგ ამბავი😀😀😀

      ხო მეც ისე კარგად ვგრძნობ თავს…. : )))))

      და იმედი მაქვს კარგი ზაფხული მექნებაა ❤

  2. siyvarulovna says:

    თუთის ქვეშ ჰამაკი? თუთები არ ცვივა ხოლმე?
    მე ჩემი კაკლის ქვეშ ჰამაკში წამოკოტრიალება მინდა = ((
    ან თუნდაც ზღვის ქვებზეც არ ვიყოდი უარს
    ხო და 15–ში მაქ ბოლო გამოცდა და იმედია გავძლებ იქამდე

    • salolas says:

      კი ცვივა ხოლმე😀😀 მარა რა გინდა ასვლაც არ მჭირდება ეგრევე ვჭამ😀 და როცა მოილევა ხოლმე ეგ უკეთესი სიტუაციაა🙂

      გაუძლებ ნათ აბა რას იზავ🙂 და მომავალი წლიდან თსუ-ელებს შემოგვიერთდებიიიი :*

  3. LiLaC says:

    lamazi da pozitiuri postia❤
    me pirveli kursi hariharaleshi gavatare, momavali wlidan ki mec vapireb sakme sufro seriozulad movekido.
    sabednierod, arc me shemtenvia rame (nu, jer kidev 3 shedegi damrcha gasagebi, magram imedi ars!!! ) : ))

    bednier zafxuls gisurveb :*

    • salolas says:

      ნუ პრინციპში მეც არ მომიკლავს საერთოდ თავი მარამ წინა სემესტრთან შედარებით უკეთესობააა🙂 აუ მე კიდე 5 საგნის ქულა მაქ გასაგები, მანდაც ასე მექნება და ცოტა დაბალი მექნება მგონი :)))

      შენც ბედნიერ ზაფხულს გისურვებ❤

  4. Reply says:

    გილოცავ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას🙂
    მობილიზება სწორად გიწერია და რაზე სწავლობ?
    ბედნიერ დასვენებას და ლამაზ ზაფხულს გისურვებ🙂
    რატომღაც კომენტარის დატოვება მომინდა🙂

    • salolas says:

      ყველაზე მეტად იცი რა გამიხარდა? რომ რატომღაც კომენტარის დატოვება მოგინდა😉

      სოციალურ და პოლიტიკუზე ვსწავლობ და ალბათ უფრო ჟურნალისტიკას გავაგრძელებ🙂

      მადლობა სურვილებისთვის😉 შენც ასევე😉

  5. Di@ says:

    უპირველეს ყოვლისა, გილოცააააააააავ!

    მიღწეულით არასოდეს დაკმაყოფილდე, კმაყოფილება მომაკვდინებელი სენია…

    აუ, თუთა არ მიყვარს, გინდ თეთრი იყოს გინდ შავი… საშინელი სუნია თუთის ხის ძირას და იმიტომ…

    • salolas says:

      მადლოობ :* ხო ვეცდები ჩემს თავს მოდუნების საშუალება არ მივცე ხოლმე😉

      ხო თავისებური სუნი აქვს, უფრო შავ თუთას, მაგრამ ეგ იცი როდის? რო ლპება ძირს ჩამოყრილი მაშინ. ჩვენთან კიდე ყოველ
      დილა-საღამოს გამოწერილი აქვს ეზოს დახვეტა-დასუფთავება 😀

  6. რა თბილი პოსტია და მხიარული🙂 წარმატებებს გისურვებ,კიდევ.. ♥

    • salolas says:

      ხო ვეცადე წინა საარდადეგებო განჭყობა არ გემაფეჭებინა : )))

      მადლოობ❤

  7. ლამზირა დეიდა says:

    ჩემო ლამაზო და ჭკვიანო სალი, სიამოვნებით ჩავიკითხე პოსტები. მიყვარხარ, შენი ღიმილიანი და ანთებული თვალები მიყვარს. ძალიან მინდა უბედნიერესი ქალი იყო ამქვეყნად.

    • salolas says:

      ძალიან ძალიან დიდი მადლობა ლამზირა დეიდა კეთილი სურვილებისთვის :* მართლა მიყვარხართ… ❤


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s