ჩემი “მადლობა” და “ბოდიში”

…ვზივარ და ვფიქრობ. იმიტომ არა რომ საფიქრალი მაქვს ბევრი ან იმიტომ რომ ფრიად მოაზროვნე ადამიანად მიმაჩნია ჩემი თავი, უბრალოდ ვზივარ იმიტომ რომ წოლისგან დავიღალე და ვფიქრობ იმიტომ რომ არ მინდა ჩამეძინოს…     😀😀

ნუ ამ ბოლო დროს მოვუხშირე “ვაიმე დედა რა ღადო ვარ” პოსტების წერას და  როგორც ხედავთ არც ამ პოსტის დასაწყისში გადამიხვევია “ერთხელ არჩეული გზისთვის”  ;)

ხოდა რა ხდება…

აი, ეხლა მომივიდა თავში და რომ არ დავწერო “არ იქნების, არ მოხერხდების”  :P

ყველა ადამიანს ვისაც ჩემ ბლოგზე ერთხელ მაინც შემოუჭყეტი, კომენტარი დაუტოვებია, ან უბრალოდ მოსწონებია ჩემი დაწერილი ბოდვა და თუნდა 1 წუთი დაფიქრებულა ამაზე… მინდა ხმამაღლა ყველას გასაგონად ვუთხრა

“მადლობა!”

არ ვიცი, შეიძლება სისულელეა ამის დაწერა, მარამ მართლა ძალინ დიდი სტიმულს მაძლევს ის ემოცია რომელსაც მე თქვენი კომენტარების კითხვისას განვიცდი…

მადლობა დედას, მამას, ჩემ დას და ძმას, კიდე ჩემი ბიძაშვილის მეზობელს იმისთვის რომ სწამდა ჩემი..

and THE OSCAR goes to… 😀😀

ვიცი ზოგიერთი მეტყვის, და მათ შორის უპირველესი ალბათ ჩემი ფრიად პატივცემული  და იქნება, რა მადლობების გადახდა აგიტყდა აქეთ გიხადონ მადლობაო,  :) (ჩემი დის ლინკს შეგნებულად არ ვუთითებ🙂 )   მაგრამ არ იქნება მართალი..

რა თქმა უნდა მე არც ისეთი თავმდაბალი ვარ რომ უცილობლად მეორე ლოყა მივუშვირო ვინმეს,🙂  მაგრამ რაც მაქვს და ჩემ თავს ვერ დავუკარგავ, არის ჩემი უნარი რომ შემიძლია (და ვცდილობ არასდროს დამავიწყდეს🙂 )  მადლობის გადახდა ადამიანებისთვის..

ხო კიდე რაც მომწონს და ზოგიერთისგან განხვავებით არც მიტყდება,  და შემიძლია ესეც ისეთივე წარმატებით  ხმამაღლა ვთქვა, როგორც წეღან მადლობას ვამბობდი:

“ბოდიში!…  “


არ ვიცი და ვერც ვხვდები ადამიანების უმრავლესობა რატომ ვერ/არ ახერხებს ბოდიშის მოხდას როცა იცის რომ დამნაშავეა?

არ მინდა ეხლა  “დედა რა კარგი გოგო ვარ” პოსტი გამომივიდეს და დავწერო როგორ ზრდილობიანად ვიხდი ბოდიშს მაშინაც კი როცა  მე მეტაკებიან ქუჩაში ან ტრანსპრტში ან როცა რაღაცას უნებურად ვაფუჭებ…

უბრალოდ მიმაჩნია რომ ბოდიშის მოხდა სულაც არ აკნინებს ადამიანს, პირიქით ჩემს თვალში ზრდის კიდევაც და სხვის თვალში როგორაა ეს ამბავი არ ვიცი🙂

ასე რომ მე ამაყად და ასევე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა:

“მე შემიძლია მადლობა გადავიხადო და ბოდიში მოვიხადო!!!”

და არა პირიქით  :)

p.s.  აბიტურიენტობის მერე ვერ ვიტან გადახდილ ბოდიშებს და მოხდილ მადლობებს😀😀😀


12 Comments on “ჩემი “მადლობა” და “ბოდიში””

  1. Marr says:

    რაის მადლობა გენაცვალე, თუ რამე დაგჭირდეს, 2 თავი ხახვი იქნბა, ერთი კონა მწვანილი თუ რაც იქნება, გვერდძე ბლოგზე ვარ სულ, არ მოგერიდოს მოსვლა.🙂

  2. sunwaited says:

    ლოოლ, კაი პოსტი იყო სალო, მგონი პირველი, რაზეც ცრემლები არ მიღვრია ღაპა-ღუპით : D

    მიყვარს ასეთი პოსტები წყალივით რომ იკითხება …

    “მადლობა დედას, მამას, ჩემ დას და ძმას, კიდე ჩემი ბიძაშვილის მეზობელს იმისთვის რომ სწამდა ჩემი.. ” – პირადად მოუხადო მადლობა მათ არ გიცდია? ან თუნდაც ბოდიში უთხრა, როცა მის მაისურს ჩაიცმევ და არც დაეკითხები : D

    ხო ასეთი საზიზღარი ხარ როცა კომპთან ზიხარ, მაგრამ ასეთ რაღაცებს თუ დაწერ ხოლმე, გაპატიებ : D

    • salolas says:

      ანუ შენ ჩემ პოსტებზე ტირიიი?😀😀😀 ვერ წარმომიდგენიხარ😛

      ვეცდები ხშირად ვწერო ასეთი “წყალივით პოსტები” იქნებ გადაგირჩე😀😀😀

  3. siyvarulovna says:

    არაფრის = ))
    მადლობის გადახდა მიყვარს და აი ბოდიშის მოხდას ხშირად ვერ ვახერხებ. ვიცი რომ არ დამაკნინებს და ვიცი რომ არაფერს დამაკლებს, პირიქით დაჟე. მაგრამ ამინც ვერ ვიხდი ბოდიშს. არც ზედმეტად ამაყი ვარ რომ არ შემეძლოს. უბრალოდ ძალიაააან დამნაშავე უნდა ვიყო და ვნანობდე ჩემს საქციელს რომ ბოდიში მოვიხადო. შეიძლება ვიცოდე რომ დამნაშავე ვარ მაგრამ თუ არ ვნანობ ბოდიშს ვერც და არც მოვიხდი = ))

  4. tskaro says:

    ორი ჯადოსნური სიტყვა გცოდნია, ორივე დიდი იარაღია : ))

  5. ეეე რა კარგია!!!!! აბა მე იქ ვიხდი ბოდიშს სადაც საერთოდ არავინ მისმენს და იშვიათად ვეუბნები იმათ ვისაც საჭიროა.!!!! რას იზამ, ესეც ხდება ხოლმე….. მადლობას ყოველი სიტყვის მერე… მიყვარს მადლობა :!!!!!! :*

  6. You are welcome🙂 ფეისბუქზე ვნახე შენი სურათი სოც.მედიის დღეზე გადაღებული და იქიდან გადმომამისამართეს შენს ბლოგზე. You’re so cute.

  7. Di@ says:

    იუუუჰუუუუ! ძალიან მაგარი, ზე-პოსტია! განსაკუთრებით ბოლო ფრაზა!

    ბოდიშის მოხდის უნარის ქონა ნამდვილად ზრდის ადამიანს ჩემს თვალში!

    საიდუმლოს გაგიმხელ და ჩემი იარაღია.

    დაბოღმილ ადამიანებს, რომ მეტაკებიან იმ მიზნით, რომ უაზროდ მეკაჩაონ და მეჩხუბონ, ბოდიშით ვიგერიებ და მერე ერთი-ათად ცოფდებიან. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიან, მაგრამ ვეღარაფერს ამბობენ. იგივე რეაქცია აქვთ, რო მიტრიალდები და უსიტყვოდ გაეცლები.🙂 მაგრამ ასეთ დროს შეიძლება უკან დაგაწიონ სიტყვა… და ბოდიშის მოხდით, ეგრევე აკეტინებ.

    • salolas says:

      ხოო მართლა გიჟდებიან მაგაზეე : ))ხო მართლა მაგარი იარაღია, ტყუილი კი არ მითქვამს ზემოთ, შეიარაღებული არტილერია ვართქო😀


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s