მეც დავტოვებდი დილის ქალივით უკანასკნელ გროშს სიყვარულისთვის!..

“ღამის 3 საათია და ყველაფერი გეეენიალურადააააა!!!!!”

… აღარ მინდა დომენიკო..   წამიყვანე რაა..  ლამაზ ქალაქში წამიყვანე, კამორაში… სადაც გინდა იქ წამიყვანე… შენთან ვიქნები და მეცოდინება რომ საბოლოოდ ყველაფერი დამთავრდება.

აღარ მინდა აქ დომენიკო.. აქ უარესი ლამაზ ქალაქია, აქ უფრო საშინელი კამორა.. შენს ქალაქებში მირჩევნია დომენიკო..  ვიცი ბოლოს ყველაფერი დამთავრდება და შენს სოფელში წავალთ… იმ პირვანდელ სამოსელსაც დავიბრუნებთ მანდ..

აქ კი არ ვიცი, აღარ ვიცი.. ვეღარ ვუძლებ დომენიკო… აქაც ყოველდღე ისმის ღამის დარაჯის ხმა: ” ღამის 2…3…4… საათია და ყველაფერი გენიალურადაა!” ყოველ დღე ისმის დომენიკო.. მანდ მარტო ღამ-ღამობით! დღეც ტყუილია აქ და ღამეც…

დავიღალე დომენიკო… რამდენი საყელოშეხსნილი ვინსტენტე დადის იცი? და ედმონდო კი ვერსად ვიპოვე ჯერ… ჩემი უმეგობრო,  მეგობრის მაძებარი ედმონდო…

აქ ვერც კანუდოსს ვხედავ, დომენიკო.. მთელი ცხოვრება რომ ვეძებდი.. აქ არც მანუელოა, არც ზე.. არც “საზარელი” მიჩინიო..  მარტო ვარ, დომენიკო…

ვიცი შეგრცხვება დომენიკო, ვიცი გამაჩუმებ, მაგრამ მაინც გეტყვი.. გახსოვს დილის ქალი, სყვარული და ადამიანობა რომ აგრძნობინე მის გულს.. და მერე უკანასკლები გროშები რომ დაგიტოვა სამადლობლად.. რა იგრძენი დომენიკო, ხომ აგეწვა მუცელი და გაგეჩხირა ყელში რაღაც.. მაგრამ ვიცი, არ გიფიქრია დილის ქალზე.. არ გიფიქრია რომ ის, როცა შენ გახევებული უყურებდი მაგიდაზე დაყრილ გროშებს, ბედნიერებისგან აცრემლებული თვალებით დადიოდა ახლადგაღვიძებული კანუდოსის ბნელ ქუჩებში. მიდიოდა და შენი ნაჩუქარი სიყვარულის და ადამიანობის რწმენა მიჰქონდა თან!…

და მე კი.. დავიღალე…

გაკვირვებისგან გაფართოებული თვალებით დავდივარ… ამდენ ტყუილს და ორპირობას მანდაც კი ვერ ვნახავ დომ.. ხოდა წამიყვანე, რა იქნება, წამიყვანე…

ვიცი დომენიკო… “დედამიწას სიყვარული ატრიალებს, ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შეძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა… ” ვიცი… ეს მე შენთან ერთად ვისწავლე დომენიკო.. შენ უსმენდი, მე ვკითხულობდი ამას.. მაგრამ შენ მოახერხე გეპოვნა და მე ვერ…

ხშირად იმ ლაქასაც ვეღავ ვხედავ, დომენიკო.. ჩემმა კაკტუსმა კი შეყვითლება დაიწყო თითქოს…

მეც დავტოვებდი დილის ქალივით უკანასკნელ გროშს სიყვარულისთვის!..

დომ.. დომე.. დომენიკო…     წამიყვანე რააა!…..

Advertisements

26 Comments on “მეც დავტოვებდი დილის ქალივით უკანასკნელ გროშს სიყვარულისთვის!..”

  1. Marr ამბობს:

    ვგიჟდები, მივააააააააარს
    დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო

  2. bzuuk ამბობს:

    :):):):)

  3. siyvarulovna ამბობს:

    xoooo
    ძალიაააააააააან მაგარი იყო და საიდან არის?

    • salolas ამბობს:

      ra saidan aris naat.. chemi dawerilia : )))

      • siyvarulovna ამბობს:

        ჰა?????????????
        საღოლ შენ. აღარ ხუმრობ ხომ?
        აი ძალიან ძალიან მაგარიააააააააა
        აღფრთოვანებული ვარ

  4. noooo ამბობს:

    es romeli wignidan aris?

  5. noooo ამბობს:

    ა ვსო გამახსენდა სამოსელი პირველიდან

  6. sunwaited ამბობს:

    დომენიკო წავიდა, შორსაა ოცნების ქალაქიც.

    ისევ დარაჯის ხმა თუ გიშველის : “ღამის 3 სათია და ყველაფერი გეეეეენიალურადაა” .

    გამოფხიზლდი, დრო მიდის და მოასწარი რაც გსურს.

    • salolas ამბობს:

      კაი რა ვეკ… მატყუარა დარაჯმა როგორ უნდა მიშველოს?!.. არაა ყველაფერი გენიალურად, არაა, არააა….

      ხოდა მოსასწრებიც თითქმის არაფერი მაქვს…. განა იმიტომ რომ არაფერი არ მსურს, უბრალოდ აზრი არ აქვს, მაინც ვერსად გავექცევი ამ “გენიალურ” სამყაროს…

  7. Marr ამბობს:

    ერთი პერიოიდი ისე გამოდომენიკოებული დავდიოდი.. ფორუმზეც მაქვს ხელმოწერაში რაღაც. აი ეს პოსტი უზომოდ გამიხარდა ამ ბლოგზე.

  8. salolas ამბობს:

    😉 მეც გამიხარდა რომ შენ გაგიხარდა 🙂

  9. Here Comes The Sun ამბობს:

    და მე ეს პოსტი აქამდე რატომ ვერ ვიპოვე….. დაიჯერებ რომ ისეთი ახლობელი პოსტი იყო ცრემლები მომდგა კითხვისას,,,, მართლა, მართლა…..

    რამდენს ნიშნავს ეს წიგნი ჩემთვის ვერავინ გაიგებს… თითოეული ეპიზოდი, გმირი…

    ძალიან მომეწონა შენი პოსტი.. რა კარგია… მეც დაახლოებით… დაახლოებით კი არა ეგეთ განწყობაზე ვარ ზუსტად!!!! სადღაა ლაქა… არც ყოფილა საერთოდ…. შეწყვიტა დედამიწამ ბრუნვა,….

  10. salolas ამბობს:

    იცი ამ პოსტს რომ ვწერდი, შენზეც ვფიქრობდი :*

    მართლა ცუდად ვგრძნობდი თავს.. და მტკიოდა სული, რომ რეალურად არ არსებობდა კანუდოსი…

    შენ ეხლა ხარ ასეთ განწყობაზე, მაგრამ…

    დედამიწა ისევ ბრუნავს და ლაქა ისევ გვმფარველობს!!!
    და რაც არ უნდა იყოს ყოველთვის ასე იქნება, უბრალოდ ხშირად შეიცვლება მოვლენები, აზრები და განწყობები ჩვენ ცხოვრებაში, ხან ასე გვეგონება და ხან ისე….

    მაგრამ საბოლოოდ ისევ ყველაფერი კარგად იქნება!

    ჩემი ხო გჯერა?! 😉 :*

    • Here Comes The Sun ამბობს:

      კიიკიიი….. მჯერა!!!!!

      მაგ კაკტუსის, ლაქასი და მიჩნიოსი მჯერა კიდევ….. და ვარ ესე… რა ვქნა აბა, წყლის დასხმა უნდა ხანდახან იმ კაკტუსს რომ არ გაყვითლდეს და დაჭკნეს :**

      • salolas ამბობს:

        ხოო ხო ზუსტად, წყლის დასხმა უნდა,
        აბა რომ ელოდო წვიმა როდის მოვაო ხო ჩამოგიჭკნება კაკტუსუნა 🙂

        შენ უნდა დაასხა წყალი და შეხედო მზისფერ ფერებში სამყაროს 😉 :*

  11. Here Comes The Sun ამბობს:

    წავედი მე წყალს მოვიტან :***

  12. motsra ამბობს:

    გამოდოჩანაშვილების კიდევ ერთი მშვენიერი და თბილი შედეგი!

  13. Kejeradze ამბობს:

    ჩემი საყვარელი “სამოსელი პირველი” 🙂

    • katerina ამბობს:

      მომეწონა.რომ იცოდე, უკვე კაი ხანია არ მტოვებს შეგრძნება, რომ კამორაში ვარ.მეც გავყვებოდი და დავტოვებდი ჩვენს ამჟამინდელ სამყოფელს, ოღონდ დომენიკოს არა, ეგეც გზააბნეულია…ალბათ კანუდოსელებს, მერე რა, რომ კანუდოსი იქაც უტოპია აღმოჩნდა…კარგი გოგო ხარ.

      • salolas ამბობს:

        ჰო, კამორაში ვართ კამორაში… და ყოველდღე ვეძებ კანუდოსებს…
        მაგრამ მაინც დომენიკოს გავყვებოდი, ჩემსავით გზააბნეულს…
        ბოლოს რომ მაინც პოულობს თავის თავს!

        მადლობ. მიხარია, თუ მოგეწონა.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s