და თუნდაც გამიშვან ხელი!…

როდემდე მომიწევს დათვლა
წუთების…
წამების…
წლების…
ვისი მენატრება ახლა
ტუჩები…
თვალები..
თმები…
და თუკი დავფრინავ მაღლა,
და თუკი არ მჩაგრავს ბედი…
ვიღაცა იცინის ახლა
და იქნება დამიწვას ფრთები… 

 

ცხოვრება გრძელდება კვლავაც
დღეები
თვეები
წლები…
ვიღიმი, ვიცინი ახლაც
და თუნდაც გამიშვან ხელი!…
მე ისევ დავიწყებ დათვლას
ფერების..
მზეების…
ზღვების…
და მომენატრება ნახვა
ახლა სხვა ნაცნობი თმების…
………………………………………………….

როდემდე მომიწევს დათვლა
მზეების, სხივების ზღვების?!..
ალბათ, მანამდე, სანამ
შევძლებ დავითვალო წლები….

 

 

 

18/05/2009 W.w

p.s. გახსოვთ ალბათ ჩემი ბლოკნოტები რომ დავკარგე და გამწარებული ვეძებდი ყველგან. ხოდა გუშინ როგორც იქნა დაადგა საშველი და მომიტანა ჩემმა დაქალმა🙂 თვალი გადავავლე და ეს ლექსი აღმოვაჩინე, აღარც მახსოვდა… გაეხმიანა ჩემს განწყობას, და აქ დავწერე…😉

 

 


30 Comments on “და თუნდაც გამიშვან ხელი!…”

  1. Di@ says:

    ლამაზი ლექსია. სად ყოფილა ბლოკნოტი? მაშინ გუგლი რომ გადავაქოთეთ🙂 მეგობართან დაგრჩა?

    ეს შენი ლექსია? მომწონს…🙂

    • salolas says:

      xoo googli bidzia tyuilad shevawuxet😀😀 chemi megobaristvis gamitanebia da agar maxsovda🙂 ra daudevari var kidev ertxel ar shemaxsenot araa sachiro😀😀

      p.s. chemi leqsia 😉 martla ogond🙂

  2. juna says:

    shen xar am leqsis avtori? lamazi leqsia )

  3. salolas says:

    კი ნამდვილად მე ვარ ; ))) და მიხარია თუ მართლა მოგეწონათ😉

    • Marr says:

      ყოჩაღ სალო, ძალიან მომეწონა 🙂 კიდევ დაპოსტე რა შენი ლექსები

      • salolas says:

        კაი მარ, დავპოსტავ ხოლმე, ახალი არაფერი დამიწერია დიდი ხანია მაგრამ ძველებს მაინც გადმოვწერ, ეგ არ დამეზარება🙂

        ესეც ნახე 2009 წელშია დაწერილი🙂

  4. siyvarulovna says:

    მალადეც შენ = ))) მშვენიერი ლექსია

  5. […] როდემდე მომიწევს დათვლა წუთების… წამების… წლების… ვისი მენატრება ახლა ტუჩები… თვალები.. თმები… და თუკი დავფრინავ მაღლა, და თუკი არ მჩაგრავს ბედი… ვიღაცა იცინის ახლა და იქნება დამიწვას ფრთები… ცხოვრება გრძელდება კვლავაც დღეები თვეები წლები… ვიღიმი, ვიცინი ახლაც და თუნდაც გამიშვან ხელი!… მე ისევ დავიწყებ დათვლას ფერების.. მზეების… ზღვების… და მომენატრება ნახვა ახლა სხვა ნაცნობი თმების… …………………………………………………. როდემდე მომიწევს დათვლა მზეების, სხივების … Read More […]

  6. saidan axerxeb amdeni “chemis” gamoqeqvas :* :X : ))))))

    • salolas says:

      რავი მესაკუთრე ვარ ალბათ🙂🙂🙂 რაზე ამბობ?

      • კატო ბატოსავით მეგონა ანას ვუკომმენტებდი : )))))
        მიხარია ამდენნი რომ ვართ : )))
        ჩემის ბლოგზე ჩემი მეგობრის ლექსი დაგიტოვესავით …
        ჯერ მთლად ვერ მოვერგე ბლოგგგერობას…
        ეხლა მოვიცლი იმედია… დასაცლელად : ))))

  7. sunwaited says:

    სალო, ვინც შენ ხელი გაგიშვა არ ეღირსოს იმას ქალის/კაცის ალერსი : D : D

    მაგარი ლექსია : ))))

  8. Zurriuss says:

    ლესი მომეწონა, მაგრამ ბლოგის ფონი მის სილამაზეს აუფასურებს. შეცვალე და უფრო გამოჩნდება😉

    • tskaro says:

      ვეთანხმები მეფეთმეფეს

      • salolas says:

        ხოო ეგ მეც შევამჩნიე მაგრამ ყველაფერს ხო არ ავურევდი ერთი ლექსის გულისთვის🙂

        არადა მომწოსნ ჩემი მხიარული და მზიანი ფონი🙂

  9. moiashi says:

    მართლა ძალიან ლამაზი ლექსია🙂 როცა მოიცლი კიდევ დადე🙂

  10. salolas says:

    ძალიან მიხარია რომ ბევრს მოეწონა.. არა რომც არ მოსწონებოდა არც მაგით დაშავდებოდა რამე, მე მაინც დავწერდი, ჩემია და იმიტომ!🙂 დავდებ აუცილებლად 😉

  11. leqsebi says:

    შენ თვითონ წერ ლექსებს?

  12. ძალიან ძალიან მომეწონა, კიდევ დაპოსტე რაა🙂

  13. SaLoMea_Mze says:

    კაი აუცილებლაად😉 და იმედია ისევ ასე მოგეწონება : )

  14. რა საყვარელი ლექსია… მე ნაკლებად გიცნობ (ფაქტიურად არც გიცნობ :-D), მაგრამ რამდენიმე პოსტი ვნახე და მომეწონა ძალიან, ლექსი ხომ საერთოდ…
    ბევრs ვიცნობ, ვინც წერს და ძაან მაგარი ჰგონია თავი, არადა არც ერთი ლექსი არ უვარგათ… შენი კი სულ სხვანაირი იყო… თან რაც მთავარია, არა ბანალური და სენტიმენტალური, უბრალოდ კარგი ლექსი, წაკითხვა რომ გსიამოვნებს ადამიანს…
    არ ვიცი სხვას რას წერ, მაგრამ ეს უდავოდ კარგია😉
    აბა შენ იცი, ასე გააგრძელე!..😉

    • salolas says:

      : )))) ვაიმე ვაიმეე უღრმესი მადლობა :* მართლა ძალიან მიხარია რომ ასე კარგად შეაფასე❤

  15. ekaa says:

    saocariiaaaaaaaaaa ……….. dzaaan momewonaaaa

  16. ekaa says:

    მშურსსს ( თეთრი შურით ), საოცარი ლექსებია …. დანარჩენებიც ხო შენია? ( რითმიიიი …. მეც ვწერ თიტქოს ლექსებს მაგრამ, ბოლოს გამოდის რო უურითმოაააა ) მეც მინდააა რითმიიიი ( ნიჭიერი ადამიანი ხარ )

    • salolas says:

      ვაიმე რა საყავრელი ხარ : ))) გააგრძელე წერა და როდესმე რითმაც მოვა🙂
      კი დანარჩენი ლექსენიც ჩემია და მართლა გულით მიხარია რომ მოგეწონა
      : ) მადლობა ასეთი შეფასებისთვის (blush)

  17. JAMBOOOO says:

    martla kargad wer sagool :*:*:*


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s