კომპიუტერი გვხმარობს?! O_o
Posted: ივნისი 8, 2010 Filed under: problem... | Tags: ინტერნეტი, კომპიუტერი, მშობლები 21 Commentsგუშინ მოთმინებიდან გამოსულმა დედაჩემმა ასეთი საოცარი ფრაზა მტკიცა: “კომპიუტერს კი არ ხმარობთ თქვენ, კომპიუტერი გხმარობთ!” 🙂 ნუ სასაცილოდ კი ჟღერს მაგრამ რეალობასთან მგონი მართლა ახლოა..
ხო სანამ დედა ამ საოცრებას მეტყოდა, მამა გამოდიოდა მწყობრიდან 🙂 მეორედ აღარ დავინახო ინტერნეტი ჩაურთო ამათო – დედას უბღვერდა 🙂
არადა ნამდვილად არ ვარ ისე რომ მთელი დღე თავით ვიყო შემხტარი კომპში, უბრალოდ ძაან ცუდი რამე მჭირს, ზოგჯერ როცა რამეს ვაკეთებ, ან ვინმეს ვწერ, რას მელაპარაკებიან არ მესმის და პასუხს უმრავლეს შემთხვევაში არ ვცემ, ან თუ მაინც ვპასუხობ არაფერ კავშირში არ არის იმ თემასთან რაზეც მელაპარაკებოდნენ. 🙂
მგონი ბევრს აქვს ეს პრობლემა, თუ დავიჯერო მე ვარ ასეთი “უნიკალური” (რა თქმა უნდა ცუდი გაგებით 🙂 )
ეჰ წავედი თავი ამტკივდა, დავიძინებ.. აი აი ეხლა სად არიან ჩემი მშობლები, რომ დააფიქსირონ როგორ დემონსტრაციულად გამოვრთავ ამ “ეშმაკის მანქანას” ( 🙂 ) ჩემი ხელით! 😉
ბევრს ემართება ასე, ნუ ღელავ :პ
აჰ მე სულაც არ ვღელავ, უფრო ჩემი მშობლები ღელავენ 😀 😀 😀
ყველა მასეა.
რა მშობლები, წიგნს რომ კითხულობენ, არ აკეთებენ ხოლმე არაადეკვატურ პასუხებს? 🙂
ოოო წიგნი კიდე სულ სხვა მოვლენაა ჩემთვის, მშობლები კი არა მაგ დორს შეიძლება საერთოდ ვერც შევამჩნიო ვერავინ 🙂
ნუ ეხლააა კიი გვხმარობს 😀 😀
მაგრაამ მე მაინც არ ვზივარ დიდხანს. ალბათ დროის უქონლობის გამო |(
მაგრამ დიდად მაინც არ მიყვარს კომპიუტერი. მაქსიმუმ 2-საათი ვიჯდე და ისიც უაზროდ. ასე რომ ცემტან იინტერნეტის გამორთვაზე პრობლემა არ მქონია ჯერ = )) მაგრამ ერთი დღითაც რომ ითიშება მაშინვე კომპიუტერი მიყვარდება სიგიჟემდეე
მეც “ეშმაკის მანქანას” ვეძახი ამ ოხერს. 🙂 5 წუთით დაჯდები და ღამის 3 საათზე გაგახსენდება რომ დაძინების დროა და მეორე დღეს სამუშაოზე ხარ წასასვლელი! ეეჰ.. არადა რა დრო იყო, კომპიუტერის მარტო ჩართვაზე მიდიოდა ხოლმე წუთები. აი მაშინ იყო კომპი რომ სახელს ამართლებდა.
მე კომპგრაფიკოსი ვარ და არ მაქ ამაზე რპობლემა არანირი.
მტელი ღამეც გამითენებია მაგრამ რო იციან ეს ჩემი შემოსავლის წყაროა ხმას არ იღებენ
იშ!
იიშ რა შემახარბეე? 🙂 🙂
ტელეფონზე რომ დარკავს ვინმე და მერე დედაჩემი რომ მოვა და მეკითხება ვინმემ თუ დარეკაო, არა მეთქი ვპასუხობ. გაუაზრებლად ვპასუხობ ტელეფონს და ვერც ვიმახსოვრებ ვინ რეკავს. კომპიუტერის ეფექტია, რას ვიზამ 😛
ვამეეეე მე საერთოდ როგორ ვარ იცი? ვთქვათ კომპთან ვზივარ და მომივიდა მესიჯი და უნდა ვუპასუხო, დავიწყებ წერას, ვწერ… და მერ გვიან როცა უკვე აღარ ვზივარ კომპთან გამახსენდება ხოლმე და გაუგზავნელ და დაუმთავრებელ მესიჯს ვპოულობ ხოლმე დრაფტებში 🙂 🙂 🙂
სალომე, კომპიუტერი გხმარობს და შეეშვი : ))))
ოოოფ მაშინ შენ ჩემზე მეტად გხმარობს თუ კაია 🙂 :დ :დ
ამ ,,ეშმაკის მანქანის” ბრალია, მთელი ღამეები რომ არ მძინავს..:D აბა, სხვა დროს სულ დაკავებულია და:(
ჩემთანაც გენაცვალე დაკავებული იქნება აბა რა ჩემ გარდა კიდე ჩემი და და ძმა და ამ ბოლო დროს რაღაც მეზობლებიც შემომეჩვიივნენ 🙂 🙂 🙂
მართალი უთქვამს დედაშენს 😦
zusTad ase var mec… roca kompiuTerTan vzivar da ragacas mekiTxebian, mesmis rom mekiTxebian, magram azri ver gamomaqvs da bevrjer gameorebis shemdegga vaxerxeb pasuxis gacemas :D:D:D
აუ ხო და თან ბევრჯერ გამეორების მერე რომ უკვე თანდათან ხმას უწევენ არ შეგიმჩნევია? 🙂 🙂 🙂
კომპიუტერთანაც, მობილურზე ლაპარაკისას, საერთოდ თუ რამე საქმეს ვაკეთებ, ყურადღება მხოლოდ ამ ერთ წერილზე მაქვს გადატანილი და მგონი ნორმალურია, როდესაც კონცენტრაციას ახლდენ მხოლოდ ერთ საგანზე.
By the way, http://dari4ini.blogspot.com/2010/06/blog-post_11.html თეგ თამაში გრძელდება 😉
ხო აბა რა კონცენრტაცია კაია მარა აი თუ “მხმაროოობს?” 😀 😀 🙂
პ.ს. ვნახე უკვე შენი პოსტი 🙂 უკვე ვითამაშე მე ეგ 😉
რა ზუსტი ფრაზისთვის მიუგნია დედაშენს:):):
შენ კი არა მეც ეგრე ვარ და დედაჩემის რეაქციაც ზუსტად მასეთია. 😀 რამეს რომ მეუბნებიან იმდენად ვარ ჩაფლული ჩემ საქმეში, რომ არ მესმის არაფერი, მერე ამაზე უკვე აღარც დამცინის, ვეცოდები ხოლმე, ასე როგორ შეგიტრია რამეს რომ გეტყვი და არ გესმისო 😀