სიკვდილის რეპეტიცია…

ოთარ ჭილაძე:     “…. ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც დიდებისგან გა ნსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ, რაც არ უნდა უცნაურად მოგჩვენოთ, სიამოვნებთ კიდეც. უფრო სწორედ, საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა კი არ სიამოვნებთ, მათი სიკვდილით შეძრწუნებული და გულმოკლული ახლობლების უცილობელ სიყვარულში დარწმუნება ანიჭებთ ბავშვებს ენით უთქმელ სიამოვნებას, ისინი განუწყვეტლივ მოითხოვენ ამ სიყვარულის დადასტურებას, ყველგან და ყველაფერში ამ სიყვარულის აღმოჩენას ცდილობენ.  და იმდენად ძლიერია მათი სურვილი და მოთხოვნილება, ძალაუნებურად, თითქმის შეუგნებლადაც იწყებენ სიკვდილზე ფიქრს, რადგან სიკვდილი ყველაფერზე უკეთესად გამოკვეთს და გამოაჩენს ხოლმე გრძნობას, რომელსაც ისინი ეძებენ და რომელიც სიკვდილის გამოჩენამდე სხვა წვრილმანსა და უმნიშვნელო გრძნობებშია გათქვეფილი…”

მეც რამდენჯერ მიფიქრია სიკვდილზე…   დედა.. მამა… მეგობრები… ყველა ტიროდა ჩემთვის ჩემ ფიქრებში.  სიჩუმე….   გულიდან მოდიოდა, მუცელს მწვავდა რაღაც გაურკვეველი.. მერე მოდიოდა, მოიწევდა თანდათან მაღლა  და სადღაც ყელში მეჩხირებოდა… მერე ისევ გაიელვებდა ცრემლიანი სახეები და… მიხაროდა!  და მერე  ჩემი თავი მეცოდებოდა ყველაზე მეტად…  თეთრი ყვავილებით მორთულ სასახლეში თვალდახუჭული…  თეთრი ყვავილები..  ყელში გაჩხერილი ბურთი შეიძვრებოდა და ცრემლებად გადმოედინებოდა.

და ვტიროდი.  დავტიროდი ჩემს თავს… ჩემს სხეულს. ჩემს  ნაადრევ სიკვდილს.  ყველას მაგივრად ვტიროდი…

და მერე გადიდოდა დრო… ისევ იღვიძებდა დილა…  ისევ ვგრძნობდი გრძნობების ნაკლებობას და ისევ…   ისევ ჩემს ფიქრებში გათამაშებული  სიკვდილის რეპეტიცია…  იცვლებოდა ყველაფერი, არ იცვლებოდნენ ადამიანები.. ისევ  ისე ხშირად და უფრო ხშირადაც ავიწყდებოდათ ერთმანეთი და “სხვა წვრილმანსა და უმნიშვნელო გრძნობებში გათქვეფილი” გრძნობა…

უკვე აღარ მერქვა ბავშვი..  უკვე აღარც უნდა მეტირა თითქოს..

უნდა მცნობებოდა, მაგრამ  რა ვქნა, არ მინდოდა დამეჯერებინა და    ასეთი შემეცნო სამყარო…  და ისევ ვკვდებოდი..  და თითქოს ამით შურს ვიძიებდი  სიყვარულისგან დაცლილ გაციებულ ადამიანეზე. მთელ სამყაროზე…

ახლა ხომ მაინც აღარ ვარ ბავშვი…  ან შეიძლება ჯერ კიდე ვარ თუმცა რა აზრი აქვს… მე ისევ ვტირი.  და ისევ ისე ძველებურად ვმართავ ხოლმე ჩემი სიკვდილის რეპეტიციას….


29 Comments on “სიკვდილის რეპეტიცია…”

  1. siyvarulovna says:

    როგორც კი სიტყვა ”სიკვდილი” გაჩნდება ჩემში მაშინვე უკუვაგდებ ხოლმე.
    არ მინდა ფიქრი. მერეც მეყოფა.
    ბავშვობაში ხშირად მესიზმრებოდა ხოლმე და საშინელებაა… არ მინდა სიკვდილი და არც მასზე ფიქრი

    • salolas says:

      სიკვდილზე უნდა იფიქრო მარ.. მაინც მოვა🙂🙂 რა დაგამშვიდეე 😀😀😀

      • Marr says:

        მარი არა, ნათიაა ეგ :))) ხო, სიკვდილზე მეც მიფიქრია, მარა მაგაზე უარეს რამეებზეც მიფიქრია და ლამის გული გამისკდეს ხოლმე😦

  2. dj-guro says:

    რა საინტერესოა.. ტომ სოიერი გამახსენდა.🙂

    • salolas says:

      ტომ სოიერი? ჰმმ… რატომღაც ვერ ვიხსენებ.. არა ტომ სოიერს რა დამავიწყებს, უბრალოდ იმ ეპიზოდს ვერ ვიხსენებ რაც ამის წაკითხვისას შენ გაგახსენდა🙂

  3. jana says:

    რა არის სიკვდილის შიში: როცა მე ვარ სიკვდილი არ არის და როცა სიკვდილია მე აღარ ვარ…

  4. salolas says:

    კარგი სიტყვებია.. მაგრამ რატომგაც მგონია რომ სიკვდილი მაინც არაა შიში!…

    და საერთოდაც ამ პოსტში სიკვდილზე ან სიკვდილის შიშზე არ ვწერ..

  5. salolas says:

    Marr

    ვაიმეე არ შევრცხვი ამხელა ქალი 😀😀😀 მემაპატიეთ, შემთხვევით მომივდა თორე განა არ ვიცი😦 :*

    • siyvarulovna says:

      😀😀😀 არაუშავს ერტხელ ვეკოსაც აერია და მარიო დამიძახა (დამიწერა). რატო უნდა ვიფიქრო სიკვდილზე? იმიტომ რომ წინასწარ გავიხეთქო გული? არ მინდა = ))) რომ მოვა ისედაც ვიცი. ვერ დავემალები.
      მაგრამ სიკვდილზე ფიქრად ითვლება შენი ცხოვრებაც, ცხოვრების წესი,რელიგია,მარხვა,ზიარება – ყვეაფერს ხომ სიკვდილის შემდეგ ”კარგი ხოვრებისთვის” ვაკეთებთ.
      მაგრამ მე უდაოდ ჩემს ან რომელიმე ახლობლის სიკვდილის სცენაზე ფიქრი არ მინდა

      • salolas says:

        ხო მთელი ცხოვრება სიკვდილისთვის მზადებაა (უნდა იყოს)

        მაგრამ მე აქ სხვა რამეს ვწერ, ანუ რატომ უნდება ადამიანს (ზოგადად ბავშვებს როგორც ოთარ ჭილაძე ამბობს და კონკრეტულ შემთხვევაში მე, ) სიკვდილი. დროებითი მაინც🙂
        იმიტომ რომ სიკვდილი ყველაზე უკეთ წარმოაჩენს გრძნობებს, და გული წყდებათ ადამიანებს ერთმანეთზე. და როცა ვფიქრობ ჩემ სიკვდილზე, წარმოვიდგენ ადამიანებს რომლებმაც დიდად თუ პატარაზე გული მატკინეს იმ წუთში ან ადრე და მსიამოვნებს მათი მწუხარე სახეების დანახვა,, ერთგვარი შურისძიებაა მათზე😉 ბავშვური შურისძიება😉

        შეიძლება ეს ცოტა ეგოისტობაც იყოს….

  6. juna says:

    saintereso postia….momewona. roca garshemomyopebidan siyvaruli gvakldeba sakutar sikvdils carmovidgent da amit uyuradgebo garshemomyopebs vsjit….

  7. Katieé.Ge says:

    ძალიან ნაცნობია:))
    ბავშვობაშიც და დღესაც კი მიფიქრია ამაზე.
    საერთოდ, როგორც ჩანს, ვინმეზე/რამეზე განაწყენებისას შურისძიების სურვილისას იბადება ასეთი აზრები.

    მეც ამასწინათ ამოვიჩემე, ოღონდ ისე მინდოდა, მთლად რომ არ მოვმკვდარიყავი, მერე გადამიარა და ერთ დღეს ქუჩაზე სრულიად მშვიდ სიტუაციაში გადასვლისას გამახსენდა, ხომ შეიძლება ახლა მანქანა დამეჯახოსთქო.

    ჰოდა ფაქტიურად დამეჯახა, ოღონდ საბედნიეროდ რბილად. და იქედან არა საიდანაც წესით საფრთხე უნდა ყოფილიყო, ანუ მომავალი მანქანებიდან.
    კუთხიდან გამომავალი პატრულის მანქანა დამეჯახა🙂 თვითონაც გადაფითრდნენ. მე ძალიან ვერ ვეჩხუბე, იმდენად დარწმუნებული ვიყავი რომ “რაი ვიფიქრე, იგი აცხადდა”, კინაღამ :))

  8. salolas says:

    ხო მართლა ეგ გამომრჩა, რომ მეც მინდა ხოლმე რომ თუ მაინცდამაინც არ მოვკვდები რამე მომივიდეს🙂 ისეთ რა სახიფათოო🙂 🙂 ანუ გვინდა რომ ზრუნავდნენ ჩვენზე, რაღაც როცა გიჭირს სმწუხაროდ მაშინ უფრო გამოხატავენ ადამიანები სითბოს და სიყვარულს…

    და კიდე იმის თქმა მინდოდა, რომ ზუსტადაც, მარტო ბავშვები არ არიან ასე.. 😉

    “ყველას უნდა მზე…” 😉

  9. maito says:

    ვაიმე, სიკვდილზე ვოცნებობდი ხოლმე, მაგრამ ისე რომ უნდა დამენახა, როგორ იტირებდნენ ჩემი ახლობლები და ა.შ. ვოცნებობდი, რაც შეიძლება ტრაგიკული სიკვდილი მქონოდა და სიკვდილის წინ ყველას ისეთი რამ გაეკეთებინა ჩემთვის, მერე რომ ინანებდნენ, როცა ჩემი სიკვდილის ამბავს გაიგებდნენ… ვოცნებობდი, გმირულად მოვმკვდარიყავი, მაგალითად ავარიის დროს ვინმე გადამერჩინა და ისე, სიკვდილზე ახლაც ვოცნებობ, მარა სიცოცხლე მინდა …

    • salolas says:

      აი აი ზუუუუსტად ეგააა ამ პოსტშიც რა, რომ ყველას გვინდა ჩვენზე გული დაწყდეთ და ინანონ რომ როდესღაც რაღაც გვაწყენინეს, და აი მაააგრად შვეცოდოთ 🙂 რა ეგოისტები ვართ ეე ეხლა მივხვდი ზუსტად 😐🙂

      მაგრამ მეორე მხარეც აქვს რომ იმიტომ გვ ინდა ასე რომ ესე იგი რაღაც პონთსი სითბო და სიყვარული გვაკლია და რომ მოვკვდებით მაშინ ხომ მაინც დაგვაფასებენ და ინანებენ რომ სიყვარულს არ გამოხატავდნენო ვფიქრობთ ქვეცნობიერში😉 ვოოოტ ტაკ🙂

  10. maito says:

    აუ, კი, კიიიიიიი, ტომ სოიერი მეც გამახსენდა, ტომიც ფიქრობდა სიკვდილზე😦 როგორ იტირებდა დეიდა პოლი🙂

    • salolas says:

      უი ხოო ჩემი ტომიიი :* ვგიჟდები ისე მიყვარს, ტომი და ჰეკლბერი :* გამახსენდა ეგ ადგილი მეც🙂

  11. მადლობა ამ პოსტისთვის!!!!!!! მეეც რამდენჯერ მიფიქრია, წარმომიდგენია ჩემი კუბო, ჩემი საფლავი, ჩემს კუბოზე გადამხობილი მეგობრები და ნათესავი, მეც იქვე შორი ახლოს ხალხის ემოციებს ვაკვირდები და ვარკვევ თურმე ვის ვუყვარვარ მართლა :))) მერე ბოლოს ჩემი თავი სასიკვდილოდ ვერასოდეს მემეტება ხოლმე მაგრამ მაინც მიყვარს ეს ბავშვური “სულელური” წარმოდგენები :))

  12. bzuuk says:

    მეც რამდენჯერ მიფიქრია იცი?😀 აი ასე წარმომიდგენია, რომ საკაცეში ვწევარ და როგორ დამტირიან ჩემი საყვარელი ხალხი😦 რა გვაფიქრებს ისე ამ ახალგაზრდებს სიკვდილზე აა?😀

  13. salolas says:

    yvelas, yvelas ufiqria amaze.. ra gvafiqrebs da martoobis shegrdzneba, cota egoistobac aobat,, gvinda axloblebis siyvarulshi davrwmundet, sikvdili ki yvelaze uket gamoxatavs grdznobebs🙂

  14. არაა… ჩემი ყოველთვის ცუდად მთავრდება და მერე ცრემლების ზღვარზე რომ ვარ ვხვდები და ვჩერდები !!!

  15. xatia says:

    megona es mxolod me mchirda. radgan mec bevrjer mifiqria, gamitamashebia chemsave fiqrebshi chemi sikvdili da vakvirdebodi chemi nacnobebis reaqciasm romlebsac aseve me vatamashebdi. es ertgvar speqtakls gavda da ramodenimejer idgmebodaxolme chems gonebashi.

    • salolas says:

      ხო ხედავ მარტო არ ყოფილხარ თურმე : ))) დამიჯერე ადამიანების უმრავლესობა ამაზე ფიქრობს და თან არც თუ ისე იშვიათდ. თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ ეს უფრო ბავშვებს და სათუთი სულის ადამიანებს ახასითებთ.. სულ სიყვარულის დამტკიცებას რომ ითხოვენ სხვებისგან და არ შეუძლიათ სითბოს გარეშე სიცოცხლე…

  16. motsra says:

    ეგოიზმი, რომელითაც თანდათან ვუახლოვდებით სიცოცხლეს – სიკვდილის რეპეტიცია!

    “სიკვდილისთვის ვჩნდებით!”

  17. salolas says:

    არა, სიკვდილისთვის არ ვჩნდებით : )))))
    სხვა რამისთვის ვიბადებით და ამის ნაკლებობა გვაგრძნობინებს ხოლმე სიკვდილს😉

  18. motsra says:

    და მაინც, ჭილაძე , როგორც ყოველთვის მართალია, საბოლოოდ ყველა შემთხვევაში ესე გამოდის – “სიკვდილისთვის ვჩნდებით!” – და, რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ფიზიკურ სიკვდილზეა საუბარი. თორემ ესეც ჰო ჭილაძის სიტყვებია “ადამიანები მოკვდავი ღმერთები არია, ხოლო ღმერთები უკვდავი ადამიანები”🙂

    ჰო და კიდევ, წინა კომენტარში დამვიწყებია მეთქვა, რომ
    სიკვდილის რეპეტიცია- გენიალური ფრაზაა, თუ რაც შეიძლება დაერქვას…

  19. salolas says:

    ხო რავი, სიკვდილისკენ კი მივდივართ ყველანი და.. 😀

    და რადგან ეგ “გენიალური” ფრაზა მე მოვიფიქრე, გამოდის, მეც გენიალურობის ნაწილი ვარ🙂

  20. motsra says:

    😀😀😀 კარგია, თუ ესე გამოდის🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s