“ქალი გამოვიდა საღალატოდ”

ძილში ჩამესმა წვიმის ხმა.. საოცრად, გრუხუნით წვიმდა და მე ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა გადვწყვიტე რომ ლექციებზე არ მივდივარ! ცოტა გამოვფხიზლდი და ცხრილს გონების თვალი გადავავლე.   მივხვდი არ ივარგებდა 8 ლექციის გაცდენა და ზლაზვნით წამოვდექი…

წვიმას დაეკლო.   ნაცრისფერი იყო ყველაფერი.  გავაჩერე სამარშუტო ტაქსი და მძღოლის გვერდით მოვკალათდი.  ვაკვირდებოდი ქუჩაში მოსიარულე და ტრანსპორტში ამომავალი მგზავრების მოღუშულ სახეებს და მეც ცუდ გუნებაზე დავდექი.

უკან ადგილები შეივსო.

“მარშუტკას” გოგონამ დაუქნია ხელი. წინ ვიჯექი და კარგად ვხედავდი.  გამხდარი, შავგვრემანი გოგო იყო. ორ მხარეს კიკინებად შეკრული, ჩამოშლილი თმებით, გვერდზე გადაკიდებული ჩანთით და ჯინსის შარვლით. არაფერი განსაკუთრებული.  შორიდანვე  შევნიშნე ხელში წიგნი.

ჩემ გვერდით დაჯდა.  მაშინვე წიგნს დავხედე. ოტია იოსელიანის “ქალი გამოვიდა საღალატოდ.”

სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა.  ყოველთვის ასე ვიცი როცა კარგ წიგნს შევხვდები😉  სათაურიდანვე მოვიხიბლე…

ჩუმად ვათვალიერებ გოგოს, რაღაც მიზიდავს.    წიგნი.

გადაშალა.  ლამის ჩავვარდე ცხვირით ფურცლებში.  კითხულობს. ვკითხულობ.  მგონი შეამჩნია ჩემი დაჟინებული მზერა. არ ვიმჩნევ. ასეთ დროს არ მაინტერესებს არაფერი სხვა..

მძღოლი ამუხრუჭებს, სწრაფად ვწევ თავს. კინაღამ დავეჯახეთ. უცბად ვერკვევი, ვუბრუნდები წიგნს.  აჰ გადაუშლია…   ვაგრძელებ კითხვას.  თვალები მერევა.   ვკითხულობ.  კითხულობს…

…………………………

–  ”  აქ გამიჩერეთ!.. ”

 

შეძრწუნებული და ნაწყენი თვალებით ვუყურებ.   თითქოს რაღაც ძალიან დიდი წამართვა…

3 ფურცლის მერე ჩავიდა.

თვალებით გავაცილე…    საღალატოდ გამოსული ქალი..

 



29 Comments on ““ქალი გამოვიდა საღალატოდ””

  1. Di@ says:

    გავგიჟდი, ისე მომეწონა შენი პოსტი. ვითომ არაფერი, ყოველდღიური… მაგრამ მაინც მაგარი!

    • salolas says:

      მიხარია რომ მოგეწონა : ))) ხო მართლა ამ წიგნის ამბავს გაგრძელებაც აქვს🙂 დაელოდე ალბათ დავწერ : )

  2. Marr says:

    ვეკო რომ კითხულობს მაგ წიგნს არ იცი? ხოდა მიეპარე ხოლმე და წაიკითხე მასთან ერთად😀😀

    • salolas says:

      😀😀😀 რა არ ვიცი გოგო🙂 მაგაზე ვთქვი კომენტარში გაგრძელებაც აქვს ამ ამბავს და დავწერთქო🙂 უკვე წავიკითხე😛

      უმაგრესი მოთხრობაა!!!!!!!!

  3. siyvarulovna says:

    მალადეც სალოოოო მშვენიერი პოსტია…
    თანაც გაგრძელებას ველოდები :ჵ

  4. dv0rsky says:

    ძალიან მაგარია!!!

  5. salome11132 says:

    dzaaaaaaaaaaan magaria sa:* :* :*amaze miyvebodi xo im dges?!:) :* :* :* :*

  6. Di@ says:

    მე სახლში აღმოვაჩინე, რომ მქონია, ჩაიაროს ამ აფორიაქებულმა კვირამ და…🙂

    • salolas says:

      მეც ბიძაჩემთან აღმოვაჩინე🙂🙂🙂

      წაიკითხე გირჩევ, ბევრ რამეზე დაგაფიქრებს : ) რავი შეიძლება მე მომხვდა მარტო გულზე🙂

  7. kevana says:

    რა მაგარიააა :დ

    გაგრძელება როდის იქნება :დ🙂

    • salolas says:

      რავი იქნება კი? საკითხავი აი ესაა?🙂🙂🙂 თან ასე ძალიან რომ აღარ მოგეწონოთ ხო დავიღიპე 😉 : )

  8. sunwaited says:

    მე ვკითხულობ, მარა ვერაფრით გავედი ბოლოში :დდდდდდდ

  9. unaamarga says:

    მართლა კარგი პოსტია!🙂

  10. dj-guro says:

    რა გემრიელი პოსტი იყო.. კიდევ უნდა შემოგიარო ხოლმე.🙂

  11. tatukaa says:

    მომოწონს შენი პოსტებიი:))) ეგრე გააგრძელეე:))
    აი ლაიქ იორ ბლოგ:*

  12. ana says:

    me wavikitxe eg wigni da didad ar momewona🙂 shinaarsobrivi mxare mokled unda gadmoices roca saqme shezugdul moqmedebis areals exeba da uazro sityvebis cxraasjer gameoreba ar aris mosawoni😐

    • salolas says:

      იცი რა, არის მანდ ძალიან დიდი გენიალურობა რომ ქალის ერთი დღეა და მასში მთელი მისი ცხოვრებაა აღწერილი😉
      მთელი ქალის ფსიქოლოგიაა… როგორ ეცვლება აზრები, როგორ ებრძვის საკუთარ თავს..

      რითი იწყება და როგორ მთავრდება, დაუკვირდი?! : )

      თუმცა რავი, გემოვნების ამბავია ალბათ😉

  13. რუსა says:

    სალ მომეწონა პოსტი,არ წამიკითხავს სამწუხაროდ ეგ ნაწარმოები და აუცილებლად წავიკითხავ,დამაინტერესე :–) :*:*

  14. salolas says:

    : )))) ❤ LOVE YOU :)))

  15. tata says:

    mec dzalian miyvars es wigni :))))

  16. If you would like to increase your know-how simply keep
    visiting this web page and be updated with the most recent news update posted
    here.

  17. best uk seo says:

    constantly i used to read smaller articles that as well clear their motive, and that is also happening with this article which I am reading at this time.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s