ისეთი ამინდია უნდა მოიწყინო.. მეც სხვა რა გზა მაქვს…

უკვე რამდენი დღეა ვფიქრობ ამაზე…

ყველა ერთიდაიმავეს მეუბნება ამდენი ხანი, მაგრამ რად გინდა…

რა მე არ ვიცი რომ ყველაფერი გაივლის, რომ უკეთესს შევხვდები, რომ გავა დრო და ყველაფერი დამავიწყდება, რომ ჩემი ღირსი არაა, უკეთესს ვიმსახურებ, რომ ბევრი არ უნდა ვიფიქრო… და ვინ იცის კიდე რამდენი ასეთი…

მაგრამ  ყველაზე ცუდი ისაა რომ სხვა არაფრის თქმა არ შეუძლია არავის!

არც მე შემიძლია რამე!…

და საერთოდაც სასწაულოები არ ხდება რა!!

– რა შუაშია  სასწაულები?..   სასწაულს ველოდები ალბათ  : ))  (?)

ვიცი არაფერი ხდება ტყუილად.

ვიცი, რომ ვერაფერს შევცვლი ჩემით!  არც მინდა შეცვლა.. ალბათ..

მაგრამ დამღალა სიზმრებმა…  ფიქრებმა… მოგონებებმა….

კარგად ვარ ! ! !

კარგად! ! !

ვარ ! ! !


6 Comments on “ისეთი ამინდია უნდა მოიწყინო.. მეც სხვა რა გზა მაქვს…”

  1. siyvarulovna says:

    იცი რა არის?
    გაცნობიერებული რომც გქონდეს რომ შენი ღირსი არაა, რო ნაგავია, რო უვარგისია, რო უკეთესს იმსახურებ შენ მაინც ”ძველი გირჩევნია და ახალი არ გინდა”
    ეს ნორალურია და ვერც ფიქრებიდან და სიზმრებიდან და გონებიდან ვერ ამოშლი.
    დრო ყველაფრის მკურნალიაო ამბობენ და ალბათ გიმკურნალებს შენც და ის ტკივილი ალბათ დაგიამდება.თუმცა ვერავინ შეგპირდება რომ დაგავიწყდება და ყველაფერი კარგად იქნება = ))
    უნდა გინდოდეს პირველ რიგში.
    როცა აპატიებ იმ წყენას და ყველაფერს ალბათ მაშინ წავა შენი გონებიდან,ფიქრებიდა და სიზმრებიდან. ალბათ სწორედ მაშინ დაგიამდება ეს ტკივილიც = )))

    • salolas says:

      არანაირი წყენა არ მაქვს, დამიჯერე🙂 საპატიებელიც არაფერია.. ყველაზე მეტად მინდა რომ ბედნიერი იყოს და თავისი ადგილი იპოვოს ცხოვრებაში და არ იყოს ასეთ გაურკვევლობაში ეხლა როგორცაა!
      კარგად მესმის ყველაფერი. საერთოდაც მგონია რომ ყველაზე კარგად მე მესმის მაგისი და იმის თუ რატო მოიქცა ასე🙂
      უბრალოდ ძნელია რომ ასე ერთი ხელის მოსმით გადავუსვა ხაზი ყველაფერს🙂

  2. Elluka says:

    მხოლოდ მაშინ წავა,როცა სხვა მოვა.აი ნახავ.
    ამიტომ,გაიღიმე. : )

    • salolas says:

      მაგის იმედი მაქვს : )))

      ამიტომაც ვიღიმები . მართლა, აი ნახე😉 : *

  3. Di@ says:

    “ის, რასაც ვივიწყებთ, შემდგომ მთელი ცხოვრება გვაკლია…” (ე.მ. რემარკი)

    ამიტომ, უნდა შეეცადო არ დაივიწყო და უკეთ მომზადებული დახვდე იმ პიროვნებას, რომელიც უეჭველი მოვა და “სხვაზე დაუძლეველი იქნება.”

    • salolas says:

      არც ვაპირებ დავიწყებას და არც მგონია რომ შევძლებ! არ ვაპირებ იმიტომ ჩემი ცხოვრების ნაწილია და არაფერს ვნანობ! და ვერ შევძლებ იმიტომ რომ… ესეც ამიტომ, რომ ჩემი ცხოვრებააა…. : )

      მაგრამ ვერ მივხვდი, ვინ იქნება “სხვაზე დაუძლეველი?” ისევ მოსული თუ ვინმე სხვა, სულ ახალი : ?


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s