ქუჩაში რომ შემოგხვდეთ… : )

-‘๑’-        საციციკორემ დამთაგა.  : ) ხოდა ახლა როგორც ჩანს მომიწევს ჩემს თავზე ლაპარაკი და ბევრი ბლა–ბლა–ბლა : )   “ვარ მაღალი ქერა, ციფერთვალება, 90–60–90…”  უი უკაცრავად ეს რა შუაშია?! 🙂  :)

მოკლედ ასე,  ვიწყებ : )

როგორც წესი სწრაფად დავდივარ, გარდა იმ უიშვიათესი შემთხვევისა, როცა მაღლები მაცვია, ქუსლზე კი მართლა ძააალიან იშვიათად ვარ, და თუ მაინც მაცვია, მაშინ ჩემს გაბერილ ჩანთასაც დააკვირდით, შიგნით აუცილებლად “ბალეტკები” მედება : ))))  რავიცი იქნებ უცბად დაჭერობანას თამაში მომინდეს🙂🙂 : )

ასე რომ არ გამოვიყურებოდე  :)🙂🙂

აქედან გამომდინარე ალბათ იმასაც მიხვდებოდით რომ დიიიდი ჩანთები მიყვარს სადაც უამრავ უსარგებლო ნივთთან ერთად, ზოგჯერ პატარა სათამაშოებსაც აღმოაჩენთ🙂

თუ წვიმიანი ამინდია და ქუჩაში შემთხვევით ჩემი ნახვაც გინდათ, მაშინ  ვარდისფერ ქოლგიანი გოგო ეძებეთ : )

ხო და კიდე რომ დავაზუსტოდ, ქოლგა აუცილებლად აქეთ–იქით ირხევა, იმიტომ რომ მძიმეა და იმიტომ რომ ამ გოგოს ხელში ძალა არ აქვს.   თუ გვერდით  გოგოს ვინმეც მიყვება, მაშინ იმ “ბედნიერს” აუცილებლად თავში ხვდება ყოველ მოძრაობაზე🙂

ოჰ, ასევე მნიშვნელოვანი მომენტიც, თუ  მარტო არ  ვარ, მაშინ უმეტეს შემთხვევაში მე ვლაპარაკობ და  როგორც წესი ძალიან სწრაფად  :)

და თუ მარტო ვარ, დაკვირვებული თვალი ადვილად შემამჩნევს რომ სულ აქეთ–იქით ვიყურები, არა იმიტომ რომ რამის მეშინია🙂  არა, უბრალოდ მიყვარს ყველაფრის თვალიერება დაწყებული ხეზე შეფენილი პარკებით და დამთავრებული მკაცრი სახეებით მიმავალი ხალხით🙂

ყველაფერში რასაც ვაკვირდები რაღაცას ვხედავ, ხან სასაცილოს, ხან ცუდს და ხან სასიამოვნოს..  აქედან გამომდინარე თითქმის არასდროს დავდივარ უემოციო სახით..

მგონი უკვე ძალიან ბევრი დავწერე,   მეყო მეც და თქვენც…😉

თამაშს ვაგრძელებ და ვთაგავ მარის და ბექას.

ხო მართლა ამ ფოტოს დაგიტოვებთ, იქნებ უფრო ადვილად მიცნოთ  :)  თამამად მოდით და გახსოვდეთ, რომ თქვენ  ერთ ადამიანს ძალიან ახარებთ!    ;)


9 Comments on “ქუჩაში რომ შემოგხვდეთ… : )”

  1. kevana says:

    ბოლო ფოტო შედევრია, იმჰო : )

  2. sunwaited says:

    ჩემი სალომე : ))) ასეთი კარგი გოგო რომ არ იყო ხოლმე ზოგჯერ, ეხლა ისე გაგუდულს გძინავს, მოგეპარებოდი და მოგახრჩობდი :დდდდდდდდ
    აი მერე კი მართლა გაუჭირდებოდათ შენი ცნობა :დ

  3. Marr says:

    მართლა ძალიან კარგი ფოტოა, მაგრამ ეჭვი მეპარება შენს საიდენტიფიკაციოდ გამოდგეს😛

    • siyvarulovna says:

      ეგ უნდა მეტქვა ეხლა მაარ.. 😀
      საბოლოოდ მშვენიერი პოსტი გამოვიდა.
      ალბათ წვიმაში უფრო ადვილია შენი ცნობა,რადგან ვადსისფერი ქოლქით ერთი ორი თუ დადის ქუცჩაში

  4. Bat says:

    sal shesrulebulia sheni txovna-motxovna🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s