ჩემები მი–ყვარ–ხართ!!!

ამ წამს მოვედი ჩემი დაქალის ბოლო ზარიდან  და იმდენად დაღლილი დასიცხული ვარ რომ წესით ლოგინზე უნდა მივეგდო და დაახლოებით 1 საათი საერთოდ არ გავინძე, მაგრამ არ შემეძლო აქ არ დამეწერა ის განცდები რასაც ახლა ვგძნობ!

ჩემი სკოლა, ჩემი კლასი და ჩემები მომენატრნენ!!! დამაბრუნეთ რა!….

სკოლა ჩვენ წინა წელს დავამთავრეთ და ბოლო ზარი 31 მაისს გვქონდა. მგონი მთელ საქართველოში ყველაზე გვიან, ასე იმიტომ გადაიდო რომ გვიან დავიწყეთ რეპეტიციები და ძლივს მოვაბით თავი ყველაფერს. მაგრამ საბოლოოდ ისეთი მაგარი გამოვიდა რომ  ნუ რავიცი :)  თან რაც მთავარია არავითარი რეჟისორი არ გვყოლია🙂   ხოდა კიდე რაც ყვეეეელაზე მაგარია, სცენიდან ჩამოვედით თუ არა ჯერ ეგრევე ჩვენ კლასში ჩვენი მარის დაბ. დღე ავღნიშნეთ და მეეეეერე  ჩავხტით ავტობუსში და 1 კვირიან  ექსკურსიაზე გავსქურეთ : ))))

ის 1 კვირა მართლა ყველაზე ლამაზი და დაუვიწყარი იყო ჩვენს ცხოვრებაში.   იქ ვშლიდით კარვებს სადაც დაგვიღამდებოდა და ასე ბოდიალით თითქმის მთელი საქართველო შემოვიარეთ🙂

პირველად აბასთუმნის ტყეში დავბანაკით, ულამაზესი იყო იქაურობა და ფართედპირდაღებულები ვსუნთქავდით სუფთა ჰაერს🙂

ცუდი  ის იყო რომ ძალიან მალე დაგვაღამდა და ფარნის შუქზე და ნახევრად სიბნელეში მოუწიათ ბიჭებს შეშის მოგროვება, კარვების გაშლა და ჩვენ კიდე საჭმლის გამზადება🙂

ისე ცუდი კი არა ზუსტად მაგას ქონდა მუღამი ;)  ხო მერე ცეცხლიც დაინთო და ბოლოს მწვადებიც  წამოაცვეს სახელდახელო შამფურებზე :)  გული მიგვდიოდა ისე გვინდოდა და რომ შეიწვა ხელში სუკების ნაცვლად ქათმის მენჯები შეგვხვდა : ))))))  მერე როგორც იქნა დავლაგდით და დაღლილები გავეხვიეთ საძილე ტომრებში..  დილით ძალიან ადრე გამეღვიძა, ძალიან ციოდა..  ეხლა დაწვრილებით აღარ მოვყვები როგორ იბანავა მიშომ გაყინულ წყალში რომელშიც ჩვენ თითის ჩაყოფაც არ შეგვეძლო და კიდე ამდენ სისულელეს🙂

აბასთუმნიდან დავიძარით ვარძიისაკენ, მანამდე კი გზაში მოვიანხულეთ ძალიან ლამაზი მონასტერი რომლის სახელიც სამწუხაროდ ჩემ დებილ თავს ეხლა უკვე აღარ ახსოვს :)  ვაიმე ვნახეთ ძალიან ბევრი თავის ქალა იქ  მოღვაწეების. ერთ–ერთმა ბერმა რომ შეგვატყო რომ ცანცარა და უაზრო ბავშვთა ხროვა არ ვიყავით, შეგვიყვანა საკურთხევლის გვერდით ოთახში და გვაჩვენა უხრწნელი ნაწილები იქ მოღვაწე ერთ–ერთი ბერის.. ეს იყო შოკი!  ნაწილები კი არა მთლიანი სხეული იყო ჩასვენებული.  სახეზე არ გადახსნა გადასაფარებელი, ცოტა დაგვინდო🙂

ამის მერე წამოვედით ახალქალაქში სადაც გველოდებოდა ჩვენი  სუპერ სტარი კალათბურთელი კლასელი, რომელიც თამაშის გამო ვერ წამოვიდა ჩვენთან ერთად წინა დღით🙂   გული გულობსო ამაზე იყო ნამდვილად ნათქვამი🙂

ვაიმე ეხლა გადავხედე და ვნახე რომ უკვე ძალიან ბევრი დამიწერია და დარწმუნებული ვარ რომ არავინ მოიკლავს ამის კითხვით თავს🙂

მოკლედ გეტყვით რომ აბასთუმნიდან წავედით ვარძიაში, იქიდან რაჭაში, რაჭიდან ცაგერში, მერე ქუთაისში, ქუთაისიდან ოზურგეთში და ბოლოს სარფით დავაგვირგვინეთ🙂    არ შეიმჩნიოთ რომ  ზოგიერთი სურათი ოდნოდან არის ამოკოპირებული🙂   ესეც რომ მაქვს მიხარია  :)

ეს ხერთვისის ციხეა  :) ეს კიდე.. ვაიმე რა მჭირს სახელები მავიწყდება, ხერთვისის მერე  ვარძიამდე სანამ მივალთ იქაა ეს ეკლესია და  არ ფუნქციონირებს, და როგორც გავიგეთ თურმე რაღაც არასწორად ყოფილა აშენებული  და მაგიტომ

ვარძიის გვირილები



8 Comments on “ჩემები მი–ყვარ–ხართ!!!”

  1. siyvarulovna says:

    მე წავიკიტხე ბოლომდეეეეეეეეე
    აუ ერთი კვირა რა მაგარიააააა
    ტან რამდენი რამე მოგივლიაააააააატ :O :O :O
    ჩვენ ერთ დღიანზე ძლივს მივდივართ. ნუ იმედია წავალთ😀
    ვაიმე რა მაგარი დრო გიტარებიაააააააააათ…
    მაგრები ხართ რააააა…
    მეც მინდაააააააააა…
    აი ყველაზე ყველაზე ძალიან ვარძია მინდააა = ((
    ივნისში მიდის ცემი სკოლა და ალბათ ვერ წავალ = ((

  2. salolas says:

    ვაიმე ნათ მოასწარი უკვე წაკითხვა? აუ რა დებილი ვარ გოგო ეს შემტხვევით დამეჭირა და გამოქვეყნდა თორე სხვა სურათების დადებაც მინდოდა. დზმაკაცი მიგზავნის ეხლა :შ ნუ მერე ჩავამატებ🙂

    ხო მართლა უმაგრესი იყო , ჩვენ ვიყავით ნამყოფები მანამდე ვარძიაში 2 დღიანზე მაგრამ მაინც უმაგრესი დრო ვატარეთ.

    • siyvarulovna says:

      ხოო = )) მოვასწარი და ძალიანაც მომეწონა. და სურატებიც მაინტერესებს😛 miyvars suratebi = )))) მაგარია მთელ კლასტან ერტად 1 -კვირა თიტქმის მტელ საქართველოში რომ იქნები = )))

  3. Marr says:

    რა მაგარია. მგონი მთელ ცხოვრებას კლასელების მონატრებაში გავატარებ.

    • SaLoMea_Mze says:

      ხო ეგ ყველაზე ცუდი შეგრძნებაა, მართლა სულ ემნატრებიან და ყველაზე ცუდი კიდე ისაა რომ ვერ ვნახულობთ ერთმანეთს… ხოდა რაც ყველაზე საშინელებაა და რისგანაც თქვენ ღმერთმა დაგიფაროთ, ჩვენს ისევ ასე ვეღარასოდეს ვიქნებით………….

      • siyvarulovna says:

        ხო ყველაზე საშინელბა ის არის რომ ისევ ისე ვეღარასდროს ვიქნებით = ((

  4. sunwaited says:

    siyvarulovna
    არა, სალომე აქ სხვა რაღაცას გულისხმობდა …
    სალო, მართლა ვერ იქნებით ისევ ისე, როგორც ადრე, მაგრამ იცოდე, რომ ის ღმერთთანაა და ზევიდან თქვენთვის ლოცულობს : ))))
    მთავარია არ დაივიწყოთ და მის საფლავზე სანთელი ენთოს და ყვავილი მუდამ ხარობდეს : )))

  5. SaLoMea_Mze says:

    კაი რა ვეკ………….. 😐


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s