“მარტია, მარტია… ენძელებს მაყრიან…”
Posted: მარტი 1, 2010 Filed under: მზიანები | Tags: აყვავება, გაზაფხული, ენძელა, მარტი 6 Comments მიყვარს გაზაფხული!
ან ვის არ უყვარს თეთრად და ვარდისფრად აფეთქებული ხეები… მხიარული წვიმები და ანცი მზე… 🙂 გულის უცნაურად ფეთქვა და ჰაერში ყვავილებისა და წვიმით დასველებული მიწის სუნი…
თუმცა ეს ყველაფერი ჯერ ცოტა ადრეა.. 🙂 ჯერ მხოლოდ გაზაფხული შემომარტდა… 🙂
“მარტია, მარტია, ენძელებს მაყრიან…
სიცოცხლე ლამაზი როგორ მიხარია.. ”
რამდენიმე დღეა ამეკვიატა ბავშვობისდროინდელი ლექსის სტრიქონები.. 🙂
მიხარია… მიხარიააააა… მიუხედავად იმისა რომ დღეს 1 მარტია და არც ანცი მზისთვის მომიკრავს სადმე თვალი, არც მხიარული წვიმისთვის… არც ყვავილების და მიწის სურნელი მიგრძვნია სადმე…
ხო მართლა.. 🙂
ჩემს ქუჩაზე ჯერ კიდევ 2 დღის წინ შევამჩნიე აყვავებული ჭერმის ხე.. 🙂
გული კი უკვე 5 თვეა რაც უცნაურად მიცემს… :*
usayvarlesi posti iyo :*
მადლობთ საყვარელოო :*
ლამაზი პოსტია, გაზაფხულს გილოცავ 🙂
hmm 🙂 მომეწონა შენი ბლოგი
Notespost მეც გილოცაავ :* 🙂
Emotional მადლობ.. 🙂
ლექსის ავტორი თუ შეიძლება რომ მითხრათ, ამ ლექსს ვეძებ და გუგლში ვერ ვნახე
მადლობა