პლიუს-მინუსობანა ანუ გაამოთ : )

“სუპი, სოუზი, გადი, მოუსვი..”

😀😀  მახსენდება ეს  ბავშვობისდროინდელი      გათვლა, როდესაც ბლოგზე არსებულ სიტუციას ვუყურებ..   ბრძოლა პლიუსებისთვის...      მთავარია პოსტი დაწერო, მერე გააპლიუსო და შენზე წინ მყოფებს  მინუსები უხვად  ჩამოუმწკრივო..          და მერე ყველფერი გადასარევადაა…

თუ ამ საკითხს ფსიქოლოგიური კუთხით მივუდგებით მივხვდებით რომ ის  ბლოგერები    რომლებიც   ასე  უხვად  არიგებენ  მინუსებს საკუთარი პოსტის  სათავეში ყოფნისთვის,   ამბიციური ადამიანები  არიან და სურთ ყველაფერში პირველები  და  ლიდერები  იყვნენ.. ამბიციურობა და პირველობისკენ სწრაფვა შეუძლებეია ვინმეს უარყოფით თვისებად  ჩაუთვალო  მაგრამ   ამ ყველაფერმა დიდი დებატი გამოიწვია დისკუსიებში თემაზე “პლიუს-  მინუსობანა”.   იყო ბრალდებები და ეჭვები..   თურმე აქ “ტესტების” ჩატარებაც მოდაში  ყოფილა🙂    ერთ-ერთმა ბლოგერმა თავის ბლოგს დეაქტივაცია გაუკეტა😦    ეს ბლოგი ძალიან  მომწონდა…   მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია ის რომ უკვე გაჟღერდა ის ფაქტი რომ —

“ხალხი ამ ბოლო დროს პოსტებს მხოლოდ ბლოგროლში წინ წასაწევად წერს… მალე ინტერესი  დაეკარგება ბლოგებს !!”

ეს კი უკვე ძალიან დამაფიქრებელია…  სულ მალე მართლა შეიძლება რომ  როგორც notes.ge გაქრა ბლოგროლიდან ისევე გაქრეს სხვაც.. და მერე ალბათ აქ მარტო ის “ვაილიდერები” დარჩებიან რომლებთაც სიამოვნებას არა საიტერესო პოსტის წაკითხვა  ანიჭებთ, არამედ  საკუთარი პოსტის სათავეში ხილვა და პლიუსების დიდი რაოდენობა…

მიუხედავად იმისა რომ აქ დიდი აქტიუობით არ გამოვირჩევი, მაინც ვიტოვებ ამის თქმის      უფლებას..

დანარჩენი კი თქვენთვის მიმინდია ჩემო  მკითხველებო..

და თქვენც  “ლიდერებო”, თქვენც მოგანიჭებთ ალბათ სიამოვნებას🙂

შეუდექით ამ პოსტისთვის მინუსების წერას!..
დაე გაამოთ!       : )



6 Comments on “პლიუს-მინუსობანა ანუ გაამოთ : )”

  1. ეს პოსტი პლიუსს იმსახურებს ! : )

  2. siyvarulovna says:

    რა კარგია, რომ არ მადარდებს არც პლიუსი არც მინუსი. მე ვწერ ჩემთვის. იმიტომ, რომ მსიამოვნებს. რა ტქმა უნდა ისიც სასიამოვნოა როდესაც ხალხი შემოდის და + გიფასებს შენს ”ნაშრომს” მაგრამ ამისთვის ათასს სისულელეს არ გავაკეთებ =))

    • salolas says:

      კარგია რომ ასე ფიქრობ, მაგრამ შენ ალბათ იშვიათი გამონაკლისი ხარ ამ საკითხში🙂

  3. იცი რა მიკვირს რატომღაც ძალიან მტკივნეულად განიცდიან მავანნი ამ მინუსებს :))) ბლოგროლზე საერთოდ აღარ შევდივარ არა იმიტომ რომ ბევრ მინუსებს მიწერენ არამედ იმიტომ რომ ვის ბლოგებსაც ვკითხულობ საკუთარ ბლოგზე მაქვს ბლოგროლი :))))

    “ხალხი ამ ბოლო დროს პოსტებს მხოლოდ ბლოგროლში წინ
    წასაწევად წერს… მალე ინტერესი დაეკარგება ბლოგებს !!”

    ამას რაც შეეხება არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები.. რას ქვია ვიღაცის მინუსების გამო თავი მსხვერპლად ვიგრძნო და ბლოგი დავიკიდო???😀

    • salolas says:

      ამ პოსტს რო ვწერდი სულ ცინცხალი ბლოგი მქონდა და წარმოიდგინე რა შოკს მივირებდი მინუსებში რო გადავიდოდა ჩემი პოსტი :D:D ეხლა უკვე მეც დავიკიდე რაღაცნაირად და მივხვდი რომ რაც არ უნდა იყოს აზრი არ დაეკარგება და ამიტომ უნდა წერო!!!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s