და თუნდაც გამიშვან ხელი!…
Posted: June 14, 2010 Filed under: ჩუმი მზიანი ლექსები... | Tags: ბედი, ლექსი, მზე, ცხოვრება, წლები 30 Comments » როდემდე მომიწევს დათვლა
წუთების…
წამების…
წლების…
ვისი მენატრება ახლა
ტუჩები…
თვალები..
თმები…
და თუკი დავფრინავ მაღლა,
და თუკი არ მჩაგრავს ბედი…
ვიღაცა იცინის ახლა
და იქნება დამიწვას ფრთები…
ცხოვრება გრძელდება კვლავაც
დღეები
თვეები
წლები…
ვიღიმი, ვიცინი ახლაც
და თუნდაც გამიშვან ხელი!…
მე ისევ დავიწყებ დათვლას
ფერების..
მზეების…
ზღვების…
და მომენატრება ნახვა
ახლა სხვა ნაცნობი თმების…
………………………………………………….
როდემდე მომიწევს დათვლა
მზეების, სხივების ზღვების?!..
ალბათ, მანამდე, სანამ
შევძლებ დავითვალო წლები….
18/05/2009 W.w
p.s. გახსოვთ ალბათ ჩემი ბლოკნოტები რომ დავკარგე და გამწარებული ვეძებდი ყველგან. ხოდა გუშინ როგორც იქნა დაადგა საშველი და მომიტანა ჩემმა დაქალმა
თვალი გადავავლე და ეს ლექსი აღმოვაჩინე, აღარც მახსოვდა… გაეხმიანა ჩემს განწყობას, და აქ დავწერე…
დღეები
თვეები
წლები…
ვიღიმი, ვიცინი ახლაც
და თუნდაც გამიშვან ხელი!…
მე ისევ დავიწყებ დათვლას
ფერების..
მზეების…
ზღვების…
და მომენატრება ნახვა
ახლა სხვა ნაცნობი თმების…
………………………………………………….
მზეების, სხივების ზღვების?!..
ალბათ, მანამდე, სანამ
შევძლებ დავითვალო წლები….
გზა უფრო გრძელია და შორს მიდის!…
Posted: April 25, 2010 Filed under: შენ გწერ :) | Tags: გზა, სამაგიერო, ცხოვრება 6 Comments »გუშინ რომ გითხარი მეცოდებითქო, ეგ არ იყო სწორად შერჩეული სიტყვა… უფრო სწორი იქნებოდა რომ მეთქვა ”ვწუხვარ!” იმიტომ რომ ამრთლა ვწუხვარ შენზე.ბანალურია მოსასმენად, მაგრამ ასეა… და ამიტომაა რომ თითქმის ყველა დილა–საღამოს შენთვის ვლოცულობ… ვიცი ძალიან ბევრის უფლება აღარ მაქვს… ძალიან ბევრის კი არა მგონი საერთოდ აღარაფრის უფლება არ მაქვს, რაც შენთანაა დაკავშირებული, მაგრამ როცა ვიხსენებ… არ შემიძლია რომ გავჩუმდე!… ბევრს მაინც არაფერს გეტყვი… ვიცი ნერვები მოგეშლება და შეიძლება არც წაიკითხო ბოლომდე… შეიძლება შეგძულდე კიდევაც, თუ უკვე არ გძულვარ… მაგრამ არ აქვს ამას ჩემთვის მნიშვნელობა… უბრალოდ მე არ შემიძლია ჩუმად ვიყო, როცა გიყურებ…… !
ცხოვრება ფეხებზე არ დაიკიდო, თორე აუცილებლად სამაგიეროს გადაგიხდის ამის გამო!!!
ისე არ მოიქცე რომ შენი თავი შენ თვითონ შეგზიზღდეს და სურვილიც აღარ გქონდეს რამის შეცვლის!!!
მოძებნე შენი გზა! სხვის გზებს ნუ დაყვები და შენი ნუ გგონია!!!
ხო და კიდე.. ესეც მინდა რომ იცოდე… რა მინდა ყველაზე მეტად?! მინდა ბედნიერი იყო!!!
ოღონდ ისეთი ბედნიერი კი არა რაღაც მომენტში რომ ყველაფერს ივიწყებ, ფეხებზე იკიდებ და გგონია ბედნიერი ხარ, არა…
მინდა იპოვო შენი გზა და ისიც გახსოვდეს რომ გზა ძალიან დიდია… გრძელი…
შენს გზას ვერ იპოვი ვერც ქუჩებში და ვერც სახლის კუთხეებში…
გზა უფრო გრძელია და უფრო შორს მიდის!….






კომენტარები