ნუ ხარ რა ჩემთვის…

ანიმ დასკვნა დადო:

 ”გატაცებაა, თან მძაფრი!”

ხო, ალბათ. მაგრამ ფაქტია რომ მაშინებს!

არ მინდა, იმაზე წინ წავიდე, ვიდრე ვარ.. 

არ  მინდა, იმაზე  მეტად გავიცნო, ვიდრე რეალურად ვიცნობ..

არ მინდა, იმაზე მეტი ვიფიქრო, ვიდრე საჭიროა. 

არ მინდა, უფრო ხშირად ვხედავდე, ვიდრე ჩემს ანარეკლს სარკეში… 

იყოს თავისთვის, ხან ის გამიღიმებს, ხან მე..

და ეს ღიმილი იქნება ყველაზე ჩვეულებრივი, ყველაზე უბრალო, ყველასთვის განკუთვნილი – არა განსაკუთრებით ჩემთვის, ან მისთვის.

იყოს თავისთვის, ხან მე მივწერ მესიჯს, ხან ის..

და არ ვიფიქრებ ყოველი რომანტიკულად მომზირალი  სმაილის დაწერა–არდაწერაზე…  და ეს მესიჯებიც იქნება უბრალო.

იყოს თავისთვის, ხან ის ჩაიცვამს რაც უნდა და ხან მე.

და არ ვიფიქრებ იმაზე, რომელ კაბაში ვარ ყველაზე ლამაზი და არც იმას ვიფიქრებ რომ ასე ლამაზად სპეციალურად ჩემთვის გამოეწყო.

იყოს თავისთვის და არ ვიფიქრებ, რა ვუთხრა.

იყოს თავისთვის და არ ვიფიქრებ, როდის გავიღიმო.

იყოს თავისთვის და ისევ ვირბენ წვიმაში, ოღონდ უმაგისოდ.

იყოს თავისთვის და როცა შემთხვევით რომელიმე ქუჩის კუთხეში გადავეყრები, არ გავწითლდები…

იყოს თავისთვის და ყველა “..” ნომერ ყვითელ ავტობუსს არ გავაცილებ თვალებით.. :)

იყოს თავისთვის და არ მომინდება რომ ჩავეხუტო!

იყოს თავისთვის, და არ ვიფიქრებ, რომ ყველაზე კარგია.

იყოს თავისთვის და არ გაკრთება ხოლმე ჩემს გონებაში ფრაზა: “ჩემი …..”

იყოს თავისთვის და მეც ვიქნები ჩემთვის!

თორე, დავიღალე…

იმიტომ, რომ სულ ვხედავ. უცბად ჩნდება ხოლმე ჩემში და ქრება, თვალებთან…     მე კი არ მინდა, რომ უფრო ხშირად ვხედავდე, ვიდრე ჩემს ანარეკლს სარკეში…

იმიტომ, რომ მეჩვენება, თითქოს ყველაზე კარგია და  მე კი არ მიყვარს, როცა თავს ვიტყუებ..

იმიტომ, რომ ვიცი ჩემი არაa და მე კი არ მიყვარს, როცა მეორე ვარ!

იყავი რა შენთვის!… 

თორე, დავიღალე…..


მზე მინდა!..


ვეღარ გავუძლებ ალბათ ამ ტკივილს

დაუსრულებეს, ოდნავ ნაღვლიანს.

შემოღამებას ალბათ შევხვდები

და განთიადზე ცრემლებს ავკრიფავ…

 

ვეღარ გავუძლებ ალბათ სიცივეს,

უმზეო დღეს და ყინულზმანებას…

სითბოს, სიყვარულს და მზეს მოვითხოვ

და ჩემი თხოვნით იაც ამოვა…

 

ამოვა ია და ისე თითქოს,

აღარაფერი არ იყოს ცივი…

ვივლი ქუჩებში უმისამართოდ,

მე მზესთან ერთად ღიმილით ვივლი!..

 

 

2007 w.

 


ჩემი ფანჯრიდან დანახული სამყარო!

…არასოდეს მოიწყინო, რადგან ღიმილით შეიძლება ვინმეს შეუყვარდე!…

მე მჯერა ამის! სამყარო ითხოვს ღიმილიან სახეებს, კეთილ გულებს და ლამაზ თვალებს.

არ უნდა დაღონდე, არ უნდა მოიწყინო. შენ ამის მიზეზი არ გაქვს. სამყარო ხომ ძალიან მშვენიერია და ამ სამყაროში შენ ძალიან ბევრს უყვარხარ!

მაგრამ ისევ… მოწყენაა…

მძიმე მოწყენა..  ჩუმი და მძიმე…

გთხოვთ! ყველამ ერთად, ერთ საათში, ერთსადაიმავე წუთსა და წამში… გააღეთ ფანჯრები!

გააღეთ ფართოდ, გააღეთ და გამოუშვით მოწყენა, დაანახეთ ერთმანეთს ღიმილიანი სახეები, კეთილი გულები და ლამაზი თვალები.. დაანახეთ და ისინიც მოგიძღვნიან სილამაზეს, დიდს, დიდს, დაუვიწყებელს…  მოგიძღვნიან სიყვარულს, სიხარულს, სიცოცხლეს…

მე მჯერა ამის! რომ თქვენ გააღებთ ფანჯრებს…

გულის ფანჯრებს….

მე კი დაგხვდებით თქვენ ღიმილიანი სახით, კეთილი გულით და ლამაზი თვალებით…

მ ე   თ ქ ვ ე ნ   მ ო გ ი ძ ღ ვ ნ ი თ   ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს ! ! !


“მითხარი ჩვენს ქუჩაზეც გამოიდარებს მალე…” ანუ უპირადესი პოსტი.. :)

გუშინ ერთ-ერთ ლექციაზე კიდევ ერთხელ შეგვახსენა ლექტორმა რომ ადამიანი არის ამოცნობი ფენომენი და სწორედ ამიტომ სიტყვა “ადამიანი” არის ტერმინი და არა ცნება!    მთავარი აზრი “ადამიანის” ტერმინობისა კი ის იყო რომ სხვადასხვა სფერო სხვადასხვანაირად იაზრებს და განიხილავს მას.. მაგრამ მე ახლა არ ვაპირებ იმ ლექციის მოყოლას..

უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ადამიანი მართლა ამოუცნობია! ერთ-ერთი ამის დამადასტურებელი კი მისი ხასიათის სწრაფი ცვლაა.. რომელიც მე  დღეს  (და არა მარტო დღეს) ჩემს თავზე გამოვცადე….

გაგვიძებისთანავე skype-ს ვეცი და ჩავრთე, მერე კინაგამ ნერვოზი დავიმართე რო აღარ და აღარ შემოდიოდა..  მერე  შემოვიდა.. ვიჭუკჭუკეთ :) მერე ვეკაიფეთ ერთურთს.. მერე გაბრაზების პირას ვიყავით… მერე ვიყვირე.. ტელეფონს ფრენა ვასწავლე :) … გავაშანშალე მესიჯი “დავშორდით”, მაგრამ არ გავაგზავნე.. მერ სხვა რამე გავაგზავნე…  ტირილიც თავისთავად..  დრამატული მომენტები…   მერე თბილი სიტყვები..  მერე ისევ მწარე..  შიგადაშიგ ტირილი…  ბოლო იმედიანი სიტყვა..  და რომ იმედი მართლა ბოლოს კვდება!..

მერე სიწყნარე..   მარტო მუსიკა…   სტატუსი:   “დრო რომელსაც სულს ვერ დაავიწყებ, დრო რომელიც აღარ განმეორდება”.. და ცოტა მოგვიანებით :   “მითხარი ჩვენს ქუჩაზეც გამოიდარებს მალე…”


და ეს ყველაფერი მხოლოდ 11:30-დან 12:30-მდე… :)

ყველაფერი:  ღიმილი..   კოცნა..  გაცეცხლება..   ტირილი…   სითბო..   კივილი   (არავის გესმოდათ ჩემი კივილი?) ტკივილი..   სიმშვიდე  და  ისევ ღიმილი… :)

იცვლებოდა ხასიათი და ემოციები  მაგრამ ერთი მაინც უცვლელი იყო.. გულში სიყვარულის გრძნობა..   :)

ჩვენს ქუჩაზეც გამოიდარებს მალე….


ჩემი განაცხადი

“მე დავიბადე… თვითონ განსაჯეთ, ვინ იქნება ჩემი ცხოვრების მთავარი გმირი, მე თუ ვინმე სხვა…”

ჩემი ბლოგიც შეიქმნა..  :)   ეს კარგია თუ ცუდი არ ვიცი უბრალოდ ფაქტებს ვაფიქსირებ  :D

ეს სიტყვები თუ სწორად მახსოვს დევიდ კოპერფილდისაა და რატომღაც გამახსენდა პირველი პოსტის წერას რომ ვიწყებდი ჩემს “ცინცხალ” ბლოგზე :) რავი…

არ მინდა პირველივე პოსტი “გაბღენძილი” და გაბერილი სიტყვების რახა-რუხი გამომივიდეს (აქვე გაფრთხილებთ რომ შესაძლოა ასეთი პოსტებიც იხილოთ:D ) ამიტომ ახლა ბევრს აღარ ვიბოდიალებ და უბრალოდ ვიტყვი! მე მოვედი!.. :D   :D

ვერ შეგპირდებით რომ ვიქნები ძააალიან აქტიური ბლოგერი და დღეში 10 პოსტს დავწერ :D მაგრამ რასაც დავწერ იქნება ჩემი და არა სხვა საიტებიდან ამოკრებილი ინფორმაცია (ვუკბინე ზოგიერთს :D ) ..

აუცილებლად იქნება სიყვარულიანები,    მზიანები და ღიმილიანები…  :) იმიტომ რომ მე მიყვარს მზე!!!


Follow

Get every new post delivered to your Inbox.