სადრაFტიდან ამოდრაFტებულა : )


უკვე ისეთი გაზაფხულია მე რომ მიყვარს.. მზიანი, აყვავებულხეებიანი, ბოდიალის მომმნდომებელი..

სიამოვნებით გავიდოდი გარეთ და ვივლიდი მანამ, სანამ ფეხები თავისით არ დაიწყებდნენ ჩაკეცვას.

არ დავსახავდი მარშუტს -  გავყვებოდი მზეს <3

მარტო წავიდოდი.

ან ვინმესთან ერთად..

თუმცა… ახლა ნამდვიალად მარტო წავიდოდი  :)

“სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია” :)

მე კი უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის რესურსცენტრში ვზივარ – ასე ახლობელი და ყოველდღიური ლექციებს შორის შუალედი მაქვს. ”

ეს დღეს აღმოვაჩინე დრაფტებში გაჩხერილი.   30 მარტს არის დაწერილი. დღეს 6 ივნისია. მაგრამ განწყობა იგივე…

ახლა  რომ დამეწერა ეს პოსტი, ყველაფერი ისევ ასე იქნებოდა. უბრალოდ შეიცველებოდა დასაწყისი – ”უკვე ისეთი ზაფხულია…”

ისევ გავყვებოდი მზეს და ვივლიდი იმდენს სანამ ფეხები თავისით არ დაიწყებდა ჩაკეცვას.

არც ის შეცვლილა, რომ მარტო წავიდოდი და ”სხვა გზა, სხვა ხსნა, არ გამაჩნია” :)

და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც  უნივერსიტეტის  მე-6 კორპუსის რესურს ცენტრში ვზივარ და ისევ ასე ნაცნობი და ახლობელი ლექციებს შორის შუალედი მაქვს : )))

ნეტა რა მიხარია.

დავიღალე!    :|


I <3 TSU

უყურებ უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებს და ხვდები! არც ბევრი ფიქრი უნდა და არც დედუქციური მეთოდების გამოყენება. უბრალოდ შეხედავ და იტყვი: “ეს პირველკურსელია!” მერე გეღიმება ისეთი ღიმილით რომელსაც ვერაფრით ჩაწვდება “ის” სანამ მომავალ წელს თვითონაც არ დაინახავს მის გარშემო დაბნეული სახეებით, უკიდურესი მარაზმის დროს მშობლების თანხლებით და ზოგიერთ შემთხვევაში მოჩვენებითი თავდაჯერებულობით შენიღბულ ბავშვებს.. და ისე რომ თვითონაც ვერ გაიაზრებს, წამოცდება “ჰმ, პირველი კურსი!”

ჩვენგან განსხვავებით ამათ უფრო გაუმართლათ. ზუსტად მახსოვს შარშან 28 სექტემბერს დაიწყო სწავლა. საააშინლად წვიმდა და გაწუწული ქათმებივით დავბოდიალობდით :D


რაც იყო, იყო.. ახლა ვთქვათ დღეს რა იყო (რა კარგი სიტყვაა “იყო” :) )
დღეს ბევრზე ბევრი ნაცნობი სახე და ძალიან გულწრფელი ღიმილი, უთბილესი ჩახუტებები და ბევრი ბევრი კოცნა <3 კიდევ ერთხელ ვიგრძენი რომ მიხარია!

მიყვარს თსუ და თსუ-ელები :)


სტუდენტური პროტესტი :D

როდესაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი შეშინებულ-შეშფოთებულ-აღელვებულ-დაძაბული და ა.შ. იყო, მე გაგებაში არ ვიყავი რა ხდებოდა, უკვე “შემთვრალ სადღეგრძელოებს” ვუსმენდი და შამპანურს ვყლურაწავდი :) მაშინღა გავიგეთ რა ხდებოდა როცა იუბილარის ბიძა შემოვიდა და სიცილი-ხარხარში მოგვიყვა რომ თურმე ერთ შეშინებულ მეზობელს “პოპულიდან” სურსათი გამოუზიდავს და ოჯახთან ერთად გარბოდა :D რა თქმა უნდა ბახუსის და “ინფორმაციულ ვაკუუმში” ყოფნის გამო  კარგად ვერც გავიაზრეთ რა მოხდა და გავაგრძელეთ “ყლურწვა” :D


საცოდავი დედაჩემი.. თურმე ამ დროს ხან ჩემთან დარეკვას ცდილობდა და ხან ჩემ დასთან..  :(   უშედეგოდ..   ჩემი ლამაზი დედიკო…


აგორდა პროტესტის ტალღა “იმედის” წინააღმდეგ და რა თქმა უნდა არც სტუდენტები ჩამორჩებოდნენ!   დღეს ლექციის მერე უნივერსიტეტის მე- 6 კორპუსიდან გამოსულს   “გზა გადამიკეტა და მოძრაობა შემიფერხა”   :D  რამდენიმე ათეული სტუდეტის გამოსვლამ.   საპროტესტო აქციის ლოზუნგი იყო   ” ნუ იტყუება იმედი!”

იქ ნახავდით როგორც მომავალ ჟურნალისტKებს, რომლებიც ზემოთ ნახსენები ლოზუნგის თითოეულ ასოს ინაწილებდნენ,   ფურცლებზე წერდნენ და თანმიმდევრულად ლაგდებოდნენ,   ასევე მოცლილ სტუდენტებს რომლებიც სკანირებდნენ “ძირს მატყარა “იმედი” და სემინარებსაც “საპატიო” საბაბით აცდენდნენ   :D

თქვენი მონა-მორჩილი  კი ამ დროს ცოტა მოშორებით ვიდექი და ველოდებოდი ერთ ვაჟბატონს რომელიც საეჭვოდ ცუდად იგვიანებდა და ზუსტად მაგას დააბრალეთ ეხლა რომ მე იმაზე გაბრაზებულმა და “განერვიულებულმა” ( :D ) ვეღარ მოვიფიქრე სურათების გადაღება  ”მასობრივი საპროტესტო აქციისთვის”   რომელში მონაწილეთა რაოდენობა ჭეშმარიტ პროტესტანტებთან,   მოცლილ სტუდენტებთან და უბრალოდ გაკვირვებულსახიან გამოვლელებთან ერთად სულ დიდი 50 კაცს არ აემოტებოდა :D

მოკლედ ასე იყო თუ ისე მთავარია რომ “იმედმა” “იცუღლუტა”, (არ გამინაწყენდეთ ასეთი უმსუბუქესი შედარებისთვის, არ მინდა პოლიტიკური ჭრილი და აღშფოთების მწვერვალი…)   -სტუდენტებმაც “იცუღლუტეს”..

და მე კი ამ დროს ვიდექი და ველოდი… :)



მოვიდა 15 წუთის დაგვიანებით… :)


Follow

Get every new post delivered to your Inbox.