ემოციებით პირამდე სავსე…
Posted: February 13, 2011 Filed under: ჩემეული ჩანახატები... :) | Tags: დედამიწა, მზე, სიკვდილი, ჩვენ 3 Comments »….
როცა ვფიქრობ, რომ ერთხელაც აღარ ვიქნებით არც მე, არც შენ, არც ის, არ სხვა.. სევდა მიპყრობს.. ვფიქრობ უჩვენო დღეებზე და მტკივა..
ისევ იბრუნებს დედამიწა, ისევ ამოვა მზე.. ისევ გააღებენ დარაბებს.. ისევ იმღერებენ სერენადებს და ისევ აჩუქებენ ერთმანეთს ვარსკვლავებს!…

ჩვენ არ ვიქნებით…
ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება და..
უჩვენოდ დაკრეფენ ყვავილებს, გაიღიმებენ, დაწნავენ გვირგვინებს და გაშლილ თმებზე დაადგამენ ერთმანეთს..
მოგვენატრება ეს ყველაფერი… მოგვენატრება ეს ყველაფერი როს არ ვიქნებით…
………
და როცა ვფიქრობ, რომ აღარ ვიქნებით არც მე, არც შენ, არც ის, არც სხვა…
…თუმცა, რას ვამბობ?!. სად არ ვიქნებით?
- უბრალოდ აქ, დედამიწაზე!…
სიკვდილი არ არის დასასრული…
სიკვდილით იწყება!
სიკვდილის რეპეტიცია…
Posted: June 7, 2010 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), ჩემეული ჩანახატები... :), problem... | Tags: ადამიანი, ბავშვი, ოთარ ჭილაძე, რეპეტიცია, სამყარო, სიკვდილი, სიყვარული 29 Comments » ოთარ ჭილაძე: “…. ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც დიდებისგან გა
ნსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ, რაც არ უნდა უცნაურად მოგჩვენოთ, სიამოვნებთ კიდეც. უფრო სწორედ, საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა კი არ სიამოვნებთ, მათი სიკვდილით შეძრწუნებული და გულმოკლული ახლობლების უცილობელ სიყვარულში დარწმუნება ანიჭებთ ბავშვებს ენით უთქმელ სიამოვნებას, ისინი განუწყვეტლივ მოითხოვენ ამ სიყვარულის დადასტურებას, ყველგან და ყველაფერში ამ სიყვარულის აღმოჩენას ცდილობენ. და იმდენად ძლიერია მათი სურვილი და მოთხოვნილება, ძალაუნებურად, თითქმის შეუგნებლადაც იწყებენ სიკვდილზე ფიქრს, რადგან სიკვდილი ყველაფერზე უკეთესად გამოკვეთს და გამოაჩენს ხოლმე გრძნობას, რომელსაც ისინი ეძებენ და რომელიც სიკვდილის გამოჩენამდე სხვა წვრილმანსა და უმნიშვნელო გრძნობებშია გათქვეფილი…”
მეც რამდენჯერ მიფიქრია სიკვდილზე… დედა.. მამა… მეგობრები… ყველა ტიროდა ჩემთვის ჩემ ფიქრებში. სიჩუმე…. გულიდან მოდიოდა, მუცელს მწვავდა რაღაც გაურკვეველი.. მერე მოდიოდა, მოიწევდა თანდათან მაღლა და სადღაც ყელში მეჩხირებოდა… მერე ისევ გაიელვებდა ცრემლიანი სახეები და… მიხაროდა! და მერე ჩემი თავი მეცოდებოდა ყველაზე მეტად… თეთრი ყვავილებით მორთულ სასახლეში თვალდახუჭული… თეთრი ყვავილები.. ყელში გაჩხერილი ბურთი შეიძვრებოდა და ცრემლებად გადმოედინებოდა.






კომენტარები