The end…
Posted: April 13, 2010 Filed under: ჩე_მზე | Tags: დავშორდით, თვალები, სიყვარული 14 Comments »შევპირდი არ გამოვაქვეყნებმეთქი… მაგრამ ეხლა მგონი ყველაფერი სულერთია უკვე…
– LaSH =]] says:


“… ჩემს სულს სიყვარულით ავსებ და ამ სიყვარულს მე ჰაერში ვაფრქვევ და მაინც არ მეცლება…”
“…შენი ლამაზი მოყვითალო თვალები ჩემს გულში, ჩემ პატარა და წითელ გულში სიყვარულის თესლს აგდებს, რომელიც ხელს უწყობს ჩემი გულის გაფართოებას და სიყვარულით ავსებას და ეხლა მე ისევე მჭირდება შენს თვალებში ჩახედვა, როგორც უსინათლოს ნათელი…”
“… ანუ დღე იწყება ასე: დილით სანამ სამსახურში წავალ გიტოვებ საჭმლის ფულს და კიდე ზედმეტად თუ რამე დაგჭირდეს იმის ფულსაც. მერე სამსახურიდან თუ ადრე მოვედი ეგრევე წავალთ ხოლმე ბავშვების მაღაზიაში და ვიყიდით ბევრ ტანსაცმელს და სათამაშოებს. მერე მოვალთ სახლში. ვივახშმებთ, მერე ძილის წინ ბავშვებს ან ბავშვს ვაკოცებთ, მერე შენ გაკოცებ და დავიძინებთ…” :)
“…თვალზე ცრემლი მომდის, ცრემლი რომელიც იმ გამჭოლი მზერის ნაყოფია რომელიც შენი ლამაზი თვალებიდან გამოანათებს და ჩემს თვალებს ცრემლად ჩამოადნობს…”
“…შენ მომენატრე მართლა მაგრად. შენს ნაკლებობას ვგრძნობ. შენ გარეშე როგორ ვარ იციი? ადამიანს გულის ნახევარი რომ ჩამოაჭრა და დააგდო…”
“… ძალიან მიყვარხარ და ჩემი ბედნიერი კი არა ჩემი უბედნიერეს მომავალი ხარ..”
“… ხო მე მინდა რომ ჩემი შვილების დედიკო შენ იყო…”
…….. და კიდევ ვინ იცის რამდენი ასეთი….. და მაინც..
დავშორდით!…
The end…
to be continue?……..
Next Post
Posted: January 13, 2010 Filed under: Uncategorized | Tags: გული, თვალები, მკერდი, მომავალი, რიტმი, სევდა, ფეთქვა, ცრემლი 1 Comment »ეს ჩანახატი დახლოებით 2 წლის წინ არის დაწერილი..
ზუსტად არ მახსოვს რის გამო ვიყავი ასეთი დათრგუნული
მაგრამ მახსოვს როგორ დავწერე ეს…
მაშინ ვფიქრობდი რომ ეს მომავალში ჩემი ცხოვრების თანამგზავრისთვის უნდა წამეკითხა… იმ ადამიანისთვის რომელსაც მომავალში გავიცნობდი, ვინც “ჩემკენ მოდიოდა…” ადამიანისთვის რომელიც ძალიან მეყვარებოდა და ზუსტად იმ დროს როცა ასე ცუდ ხასიათზე ვიყავი, მენდომებოდა რომ ჩემთან ერთად ყოფილიყო.. და მე “მის მხრებში თავჩარგულს მეტირა”
უკვე წავაკითხე იმ ერთადერთს…
ხოდა ახლა თავს უფლებას ვაძლევ რომ ყველას წავაკითხო
(ნუ ყველას არა, ვინც შემოვა
)

ჩემსკენ მომავალს…
არ ვიცი ვინ ხარ , მაგრამ ახლა უზომოდ მინდა, რომ ჩემთან იყო…
მინდა შენს მკერდში თავჩარგულმა ვიტირო!..
ისე, უბრალოდ…
ყველაფრის აუხსნელად…
ვიცი, შენი განიერი მხრები გაუძლებენ ახლა ჩემში ჩამოწოლილ სევდას და გამაღიმებენ…
მაგრამ არ მჭირდება გაღიმება…
მე მხოლოდ თანადგომას ვითხოვ!
ახლა რომ ჩემთან იყო, მე აღარ ვიფიქრებდი არაფერზე! უბრალოდ ისე, ყველაფრის აუხსნელად ჩაგეხუტებოდი და შენს მხრებში თავჩარგული გულამოსკვნით ავტირდებოდი… შენ დაიბნეოდი, ვერაფერს გაიგებდი, მაგრამ მაინც არ მკითხავდი ტირილის მიზეზს…
მე კი ვიტირებდი…
ვიტირებდი…
ვიტირებდი სანამ უკანასკნელი ცრემლი არ შემიშრებოდა თვალებში და მერე გავყუჩდებოდი…
შენ ყურს დაუგდებდი ჩემს მოფრთხიალე გულს და უფრო მაგრად მიმიკრავდი მკერდზე…
აღარ ვიფიქრებდი არაფერზე…
აღარ იქნებოდა სევდა…
ჩუმად გავაყლაპავდი ყელში გაჩხერილ ბურთს და თვალებს დავხუჭავდი…
ასე ვქნებოდი მანამ, სანამ გული ისევ ჩვეულ რიტმში არ დაიწყებდა ფეთქვას…
……………………………………….
…არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ ახლა უზომოდ მინდა, რომ ჩემთან იყო….
2008...







კომენტარები