დეპრესიისწინა პოსტი და უინტერესო მაძებრები ანუ როგორ მოხვდით ჩემთან?
Posted: June 23, 2010 Filed under: დათაგულები | Tags: დევიდ კოპერფილდი, დეპრესია, მზე, ტეგთამაში 5 Comments »ბლოგოსფეროში ახალი ტეგ-თამაში დაიწყო, ნუ რაღა ახალი, მაგრამ უჭუკლესმა ვეკომ მას თამაშის სახე მისცა და დაიწყოოო… მე სიყვარულოვნასგან ვიქმენნი დათაგული
ასე რომ რა უფლება მაქვს არ გამოვიყენო ესოდენი პატივი და უდიერად მოვეპყრო მის ჩემდამი სიმპატიებს, დაფასებას, სიყვარულს, ჩახუტებას, გაგებას და ამბავს
სიმართლე რომ გითხრათ განსაკუთრებით საინტერესო “მაძებრები” არ მყავს, ალბათ იმიტომ რომ ჩემ ბლოგზე ვერასოდეს შეხვდებით “სექს”, “ძუძუს” და ა.შ. ( უკვე შეხვდებით
)
მოკლედ ვიწყებ:
დევიდ კოპერფილდი – ნუ აშკარად ინტელექტუალი მაძებარი იყო, მაგრამ ვგონებ იმედები გაუცრუვდებოდა
lamazi bichebi - ლამაზი ქალი ვიცი მე
ყველაზე ხშირად მგონი ამით ხვდებან ჩემთან
ნერვოზი-ნევროზი (3-ჯერ )- არ მაქვს გენაცვალე, დამანებე თავი რაა.. კიდე აქ ხაარ? გადი არა, არა, არ მჭიიირს ვაიმე შემომაკვდებიი!!!!
პ.ს. აი ხო გეუბნებოდი არ მჭირს ნერვოზი
remarki - აჰ, კიდევ ერთი ინტელექტუალი
me mapatiet - არაფერია შე კაცო, რა ბოდიშებს იხდი, კიდე შემოიარე
წვიმის ხმა - ფანჯრის მინებზე?
არა ღია მქონდა და პირდაპირ ოთახში ასხავდა
ჩემი მი – მი არა მაგრამ შემიძლია შემოგთავაზოთ დო, რე და ლა
კოპერ ფილდი – კოპერი აქაა და ფილდი გასულია და ხვალ იქნება, სხვა დროს მობრძანდით
წვიმა და სიყვარული - ხოო მაგას ბევრს იპოვიდით ჩემთან
კიდევ ჩემთან ეძებენ “ვარდისფერს” ”ალუბალს” ”ქოლგებს” და “მზეს…” თავიდანვე ხომ ვთქვი არ მყავს “საინტერესო მაძებრებითქო” ![]()
არც ამის დაწერის ხასიათზე ვიყავი ჩემი უმძიმესი დერესიის ზღვარზე ყოფნის გამო და ამიტომაც იყო ეს პოსტი მთელი კვირა დრაფტებში რომ ესვენა ![]()
ნუ როგორც იქნა მოვაბი თავი და სულ მალე დავკლიკავ “publish”-ს :)
მანამდე კი როგორ იქნება რომ წესებს არ დავემორჩილო და ეს თამაში სასიკვდილოდ გავწირო
ამიტომაც მისი სიცოცხლის გახანგძლივების მიზნით ვთაგავ ჩემს უსაყვარლეს მზიან ბლოგერს Here Comes The Sun-s და წყაროს
ხო და კიდევ ერთი რაც ყველაზე მეტად გამიხარდა :
salolas.wordpress.com — სწორად მომაგენით, და მიხარია რომ გსმენიათ და მეძებდით ;) :)
ჩემი განაცხადი
Posted: January 13, 2010 Filed under: ჩე_მზე | Tags: დევიდ კოპერფილდი, მზიანები, მისალმება, ღიმილი 14 Comments »
“მე დავიბადე… თვითონ განსაჯეთ, ვინ იქნება ჩემი ცხოვრების მთავარი გმირი, მე თუ ვინმე სხვა…”
ჩემი ბლოგიც შეიქმნა.. :) ეს კარგია თუ ცუდი არ ვიცი უბრალოდ ფაქტებს ვაფიქსირებ :D
ეს სიტყვები თუ სწორად მახსოვს დევიდ კოპერფილდისაა და რატომღაც გამახსენდა პირველი პოსტის წერას რომ ვიწყებდი ჩემს “ცინცხალ” ბლოგზე
რავი…
არ მინდა პირველივე პოსტი “გაბღენძილი” და გაბერილი სიტყვების რახა-რუხი გამომივიდეს (აქვე გაფრთხილებთ რომ შესაძლოა ასეთი პოსტებიც იხილოთ:D ) ამიტომ ახლა ბევრს აღარ ვიბოდიალებ და უბრალოდ ვიტყვი! მე მოვედი!..
ვერ შეგპირდებით რომ ვიქნები ძააალიან აქტიური ბლოგერი და დღეში 10 პოსტს დავწერ
მაგრამ რასაც დავწერ იქნება ჩემი და არა სხვა საიტებიდან ამოკრებილი ინფორმაცია (ვუკბინე ზოგიერთს
) ..
აუცილებლად იქნება სიყვარულიანები, მზიანები და ღიმილიანები… :) იმიტომ რომ მე მიყვარს მზე!!!







კომენტარები