სადრაFტიდან ამოდრაFტებულა : )


უკვე ისეთი გაზაფხულია მე რომ მიყვარს.. მზიანი, აყვავებულხეებიანი, ბოდიალის მომმნდომებელი..

სიამოვნებით გავიდოდი გარეთ და ვივლიდი მანამ, სანამ ფეხები თავისით არ დაიწყებდნენ ჩაკეცვას.

არ დავსახავდი მარშუტს -  გავყვებოდი მზეს <3

მარტო წავიდოდი.

ან ვინმესთან ერთად..

თუმცა… ახლა ნამდვიალად მარტო წავიდოდი  :)

“სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია” :)

მე კი უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის რესურსცენტრში ვზივარ – ასე ახლობელი და ყოველდღიური ლექციებს შორის შუალედი მაქვს. ”

ეს დღეს აღმოვაჩინე დრაფტებში გაჩხერილი.   30 მარტს არის დაწერილი. დღეს 6 ივნისია. მაგრამ განწყობა იგივე…

ახლა  რომ დამეწერა ეს პოსტი, ყველაფერი ისევ ასე იქნებოდა. უბრალოდ შეიცველებოდა დასაწყისი – ”უკვე ისეთი ზაფხულია…”

ისევ გავყვებოდი მზეს და ვივლიდი იმდენს სანამ ფეხები თავისით არ დაიწყებდა ჩაკეცვას.

არც ის შეცვლილა, რომ მარტო წავიდოდი და ”სხვა გზა, სხვა ხსნა, არ გამაჩნია” :)

და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც  უნივერსიტეტის  მე-6 კორპუსის რესურს ცენტრში ვზივარ და ისევ ასე ნაცნობი და ახლობელი ლექციებს შორის შუალედი მაქვს : )))

ნეტა რა მიხარია.

დავიღალე!    :|


გაზაფხულივით არეული პოსტი…

შემოგაზაფხულდა..  კარგი, არ მითხრათ, რომ კალენდარს შევხედო ან მობილურში ჩავიხედო. ვიცი, ვიცი რომ 5 მაისია და გაზაფხულის ნახევარზე მეტი გასულია,  მაგრამ მე მაინც ეს რამდენიმე დღეა რაც  ”შემოგაზაფხულების” შეგრძნება მაქვს..  

არეული ამინდები. ხან მზეა, ხან წვიმა.  ღამეები  თბილი და ჩუმი.  დილით წვიმის ხმა მაღვიძებს და ცოტა ხანში უკვე მზე  მიკაკუნებს ფანჯრის მინებზე.

აი ეს მიყვარს <3 

მინდა წავიდე, გავიქცე ე ე ე . . .  

მარტო მე ვიქნები, მზე და წვიმა.. 

მიწას გავაკრავ დამძიმებულ სხეულს და თვალებდახუჭული შევაცქერდები მზეს. 

მარტო ვიქნები.

და ვიფიქრებ, ვინმე რომ მხედავდეს, აუცილებლად შეშურდებოდა–მეთქი ჩემი.

……………………………………………………………………………….

… ჩემგან 2 სკამის გამოტოვებით მასწავლებელი ქალები სხედან და საუბრობენ. ყვითელი ავტობუსი ირწევა აქეთ– იქით. ერთ–ერთს ხელში ყვავილების დიდი თაიგული უჭირავს, ღონისძიებაზე ყოფილან. მასწავლებლები არიან. გაჩერებას ვუახლოვდებით, უფასო მგზავრობის ბარათებმომარჯვებული ქალები გასასვლელისკენ იწევენ.

–”ჩვენ, მასწავლებლები, სულ უფასოდ დავდივართ, ხოდა აი ეს თქვენ მეუღლეს ან შეყვარებულს მიართვით” – თაიგულს მძღოლის გვერდით დებს და ჩადის.

………………………………………………………………..

გუშინ გვანცას გავებუტე.  თითქოს უმიზეზოდ, მაგრამ მაინც… მინდოდა შეემჩნია რომ მეწყინა!   და ვერ ვიტან როცა ვიღაცაში მცვლიან. ხო, ვიცი, ვიცი, არავისშიც არ გავუცვლივარ და მართლა ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ვერ ვიტან მის ხანდახან უყურადღებობას, გულმავიწყობას…  ახლა მწერს, ნეკა თითი გაამზადე შევრიგდეთო: ) შევრიგდებით, აბა რას ვიზავთ, არც გვიჩხუბია. უბრალოდ მეწყინა და გულში არ დავიტოვე! ეგ იყო და ეგ…

………………………………………………………………

….  ”შიშველ სიმართლეს” ვთამაშობდით, მკითხეს, Facebook-ზე რომ შედიხარ, ჩათში, ვისი დანახვა გიხაირია ხოლმე ყველაზე მეტადო…

მერე დავფიქრდი. ხო, მიხარია და სულ მინდა რომ ვხედავდე!   (ალბათ :) )

ოღონდ, არ მიყვარს, მართლა.. უბრალოდ მიხარია <3

p.s. რომ არ კითხულობდნენ ჩემს ბლოგს ჩემი ნათესავები, ჯგუფელები, ჩემი მეგობრის დედა…  და ჩემი KBH-ელები, ალბათ უფრო მეტს დავწერდი :)  ნუ მზღუდაავთ! : )))

…………………………………………………………

… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯერ უნდა დავფიქრდე და მერე ვილაპარაკო. ან საერთოდაც არაფერი ვთქვი… სულ მცირე იმიტომ მაინც, რომ გია ბუღაძის შეკითხვაზე, ინგლისელ მხატვარზე არ ვთქვა რომ ფრანგია… : )

………………………………………………………….

… “მორჩა, დღეიდან დიეტაზე ვარ!” – უკვე მერამდენეჯერ გავიფიქრე და მივხვდი, რომ ყოველთვის, როცა უკვე გემრიელად ნაჭამი ვარ, მაშინ მაფიქრდება ეს… : )

………………………………………………………..

…სახლში მოსვლას ისევ ვაგვიანებ,  მაგრამ ისე ვიქცევი, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს.

………………………………………………………………

აღმოჩნდა, რომ ზოგიერთები სულ სხვანაირად აღმიქვამენ, არ მიფიქრია ამაზე არასდროს…

………………………………………………………………………….

ალბათ, ხვალაც დავაგვიანებ ლექციაზე…

მაღვიძარას დარეკვამდე მეღვიძება.  ლოგინიდან წამოვიწევი და ფანჯარას ვაღებ.  თეთრი ფარდა ოდნავ ფრიალებს. მე საბანში ვეხვევი, თვალებს ვხუჭავ და ფიქრს ვიწყებ. ვოცნებობ… არ მეთმობა. სიზმრებიდან გამოყოლილ სურნელს ღრმად ვისუნთქვა და..

ისევ ვაგვიანებ.
………………………………………………………………………………..……….

გაზაფხულივით არეული პოსტი….


გილოცავ დეე…

მზეს ველოდები, როგორც არასდროს,

ცის სხივებს ვეტრფი..

გულის სიღრმიდან ამოდის მღერა,

თბილ ქუჩებს ერწყმის…

ტყემლის ხეებზე ცეკვავენ ფრთები,

პატარძლის ფერი..

მიწის სურნელით ივსება სული

სიფხიზლეს ველი!..

იღვიძებს დილა,

იღიმის დედა შინდისფერ კაბით.

მე ვმღერი, რადგან აღარ არის ამ ქვეყნად დარდი…

გაზაფხულის დღე იღიმის ახლა,

ყვავილებს ისვრის…

მე ვკრეფ ყვავილებს და სიცილით სახლისკენ ვილტვი…

მიმაქვს სხივები, ნარცისები,

ყოჩივარდები..

ფუტკრის ზუზუნი,

ვარდისფერი ატმის ყვავილი..

მივრბი, მივღელავ,

მივგიჟმაჟობ მე, როგორც მარტი..

დედას სიზმრისფერ ყოჩივარდებს

ჩავუწნავ თმაში…

გილოცავ დეე….

p.s. 2007 წელს დაწერილი ლექსია.. არ ვიცი მგონი მაშინ მუზები “მეძალებოდა” :D

დღეს უბრალოდ ქოთანში ჩარგული პაწაწინა ყვავილები ვაჩუქე..

როგორ უაზროდ მიყვარს…


“მარტია, მარტია… ენძელებს მაყრიან…”

მიყვარს გაზაფხული!

ან ვის არ უყვარს თეთრად და ვარდისფრად აფეთქებული ხეები…    მხიარული წვიმები და ანცი მზე…   :)      გულის უცნაურად ფეთქვა და ჰაერში ყვავილებისა  და წვიმით დასველებული მიწის სუნი…


თუმცა ეს ყველაფერი ჯერ ცოტა ადრეა..   :)    ჯერ მხოლოდ გაზაფხული შემომარტდა…  :)

“მარტია, მარტია, ენძელებს მაყრიან…

სიცოცხლე ლამაზი როგორ მიხარია.. ”

რამდენიმე დღეა ამეკვიატა  ბავშვობისდროინდელი ლექსის სტრიქონები.. :)


მიხარია…   მიხარიააააა…    მიუხედავად იმისა რომ  დღეს 1 მარტია და არც ანცი მზისთვის მომიკრავს სადმე თვალი, არც მხიარული წვიმისთვის… არც ყვავილების და მიწის სურნელი მიგრძვნია სადმე…

ხო მართლა..   :)

ჩემს ქუჩაზე ჯერ კიდევ 2 დღის წინ შევამჩნიე აყვავებული ჭერმის ხე..   :)

გული კი უკვე 5 თვეა რაც  უცნაურად მიცემს… :*


Follow

Get every new post delivered to your Inbox.