სალოლას ბლოგი უქმდება?!.

სალოლას ბლოგი უქმდება!!!

მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარი სამუდამოდ იხურება!!!

…..აი,  ზუსტად ამ სიტყვებით უნდა ვიწყებდე პოსტის წერას, მე სულ ცოტა სინდის-ნამუს-წვერ-ულვაში და შუბლზე ძარღვი რომ მქონდეს შერჩენილი,  მაგრამ არა!

მე ისევ აქ ვარ… ჩემი გრძნობებით, ვნებებით და სათქმელით..

დავბრუნდი, უძღები შვილივით…

დავბრუნდი, იმიტომ რომ გამიჭირდა.

დავბრუნდი, იმიტომ რომ სათქმელი მაქვს.

დავბრუნდი, იმიტომ რომ ყველაზე ჩემი ადგილია.

დავბრუნდი,  იმიტომ, რომ როგორი უყურადღებო, მოუცლელი და ზარმაციც არ უნდა ვიყო, ჩემი ბლოგი მაინც უაზროდ და უზომოდ მიყვარს!!!

დავბრუნდი  იმიტომ, რომ ის ერთადერთია,  რომელსაც შეუძლია, უშეცდომოდ მოგიყვეს ჩემზე… <3 

……………………………………………………………………

დავბრუნდი  ზუსტად 2 თვის შემდეგ…

აქ ვარ!


JACK DENIALS + ვოდკა, ანუ სიმთვრალის ბოდვანი :D

მთვრალი ვარ! და ვწერ პოსტს, რადგან ხვალ წავიკითხო და ვნახო როგორია სიმთვრალე.

ვცი, შეცდომები ბევრი მექნება ნაწერშI და ამის გამო არ გამაკრიტიკოთ. ანუ როგორ ვარ? თვალები მგონი მიელამდება და სულ მიდნა ვიცინოოო :D :D
ხო კიდე იცი რა მინდაა?!    მაგრად ჩავეხუტოოოოოო!

ვის? რავიცი… ეგ რო ვიცოდე ჩემთვისაც კარგია :D

არა, პირნციპში კი ვიცი.. ნუ ზუსტად არა მაგრამ ეხლა სიმთვრალეში ჩასახუტებლად ეგ მშვენიერი კანდიდატურა : )))

მმმ…..  <3  არა მარტო სიმთვრალეში.. ^_^ უბრალოდ ახლა უფრო თამამი ვარ, ხომ გესმით :)

როგორ დავთვერიი? :D :D   1 ბოთლი  JACK DANIELS + 1 ბოთლი არაყი გაყავით 3 კაცზეე და = სიმთვრალეს   :  )))  ესეც სიმთვრალის ფორმაულა ^_^

ყველაფერი იმით დაიწყო რომ მე კოსტა და ეკა ეკლესიის მერე ტორტზე დავპატიჟე და ჩემთან წამოვაბრძანე :D   კარგია რომ ახლოს ვცხოვრობ : )
დედაჩემის კითხვაზე თუ რას დალევდნენ, რა თქმა უნდა გაინაზნენ :)

მერე?.. მერე ტორტი იყო გემრილი მახსოვს..  და ვისკის პირველი ჭიქის ჩამოსხმისას რა თქმა უნდა ორივე ამბობდა: “აუ ბევრი არ დამისხა რააა”

ცხვირზე ხელის მოჭერა და  ყლუპ. ლყუპ. ლყუპ….. სამი ყლუპ ერთად და სამი დაჭყანული სახე  : )

მერეე?  მერე როდის დავისხით მეორე ჭიქა აღარ მახსოვს.

მერე მესამე და მეოთხე ჭიქაზე უკვე რა სადღეგრძელოს ვამბობდით მაგას არ ვიტყვი :D

მერე გვანცას დავურეკეთ. ჩვენი ბაჭიააააა <3 ჩაქვში იყო.. ვაიმეე მაგათ რა ვუთხარი, დიპლომატიურ კონპერენციაზეა თუ ბომჟ-ფართიზე  ნეტაა :D   კლუბში იყო და გამოვიყვანეთ გარეთ, მეთქვი ტვინი უნდა ვუბურღოთ რომ მოგვენატრა და მალე ჩამოვიდეეს, ეგ კიდეე ” აუ მიყვარხააააართ! თქვენთან მინდააააა! მენატრებიიიით… ჩემი ბაჭიები ხაააააააართ!… ბლა ბლა ბლა…|”  მოკლედ, ეგეც ჩვენზე არანაკლებად მთვრალი იყო :D

ხო მერეე?.. მერე ზუსტად აღარ მახსოვს. ხოო.. იმას ვამბობდით, ენაზე არა, პირდაპირ ყელში გადავუშვათთქო :D
უკვე გაგვიტკბა..უკვე აღარც კი ვიჭყანებოდით დალევის მერე  და ბოლოს ჩემ ჭიქაში რომ სულ რამდენიმე წვეთი  ჩამოვარდა, მივხვდით, რომ დავცალეეეეთ :D

მერე ვვარჯიშობდით როგორ გაგვევლო სწორ ხაზზე და როგორ უნდა ეთქვათ დედაჩემისთვის “ნახვამდის” ისე  რომ სიმთვრალე არ შეტყობოდათ :D

უუჰ.. ჰაერი. ამოვისუნთქეთ…

და კოსტას გაეხსნა: “მოდი კიდე ერთი ბოთლი არაყი ვიყიდოოოთ” :  )) ეკა ისევ გაინაზა :D   ჩემი რაფაელოო <3

მერე ერთლი ბოთლი არაყი და შოკოლადის ფილა..

და მერე:  ვიღაცას რომ სადღაც ვენატრებით… აი ეხლა რომ  გაიარა და ჩვენზე იფიქრა ვაიმე ესენი ვერ არიანო… აი ფანჯრებიდან რომ შუქი გამოდის და გველოდებიან…   აი, ეს ძაღლები…. ერთგულები რომ არიან პატრონის, ანუ ერთგულების..  აი, იმ მონატრების… და ბოლოს ისევ “ჩვენ გაგვიმარჯოს!”
ეკა: “ვაიმე მართლა წყალივითააა” :D :D

ფუფ.. ისევ ჩემზე გათავდა ის არყის ბოთლიც :X   მგონი გათავება დამებედა :D

მერე სახლებისკენ.. არეული ნაბიჯით. უფრო სწორედ. არაფერი არ უნდა შემემჩნეს.

ოჰ, ნათლიაჩემი შემხვდა. გადაკოცნისას პირს მჭიდროდ ვხურავ რომ სუნი არ ეცეს: “როგორ ხართ?”-რაღაცნაირად  წვრილი ხმა ამომდის ყელიდან და მე ვფიქრობ რომ მგონი ტყუილად ვეჩხუბებოდი ჩაჩანიძეს, როცა KBH-ის თამაშის წინ კონიაკს სვავდა, ხმა ჩაგეხლიჩება ნუ სვავთქო. ის მიმტკიცებდა პირიქითო.. სად გამახსენდა.  ჰმმ.. მგონი მართლა მთვარლი ვარ :| ააა?

უკვე სახლში ვარ. მამაც აქააა. ვიღიმი და სრულიად სერიოზულ გამომეტყველაბას ვიღებ (ღიმილი და სრულიად სერიოზულობა?!  O_o )

ასე თუ ისე ვირიდებ კითხვებს.. გამოვდივარ ჩემს ოთახში. ვრთავ Facebook-ს და wordpress-ს.. ვხსნი New post-ს და ვწერ :    “მთვალი ვარ!”  ^_^
WHAT?

p.s. შენი ჩახუტება ისევ მინდა..  Facebook-ზე არ ხარ თორე გეტყოდი ამას..  :  )


ნუ ხარ რა ჩემთვის…

ანიმ დასკვნა დადო:

 ”გატაცებაა, თან მძაფრი!”

ხო, ალბათ. მაგრამ ფაქტია რომ მაშინებს!

არ მინდა, იმაზე წინ წავიდე, ვიდრე ვარ.. 

არ  მინდა, იმაზე  მეტად გავიცნო, ვიდრე რეალურად ვიცნობ..

არ მინდა, იმაზე მეტი ვიფიქრო, ვიდრე საჭიროა. 

არ მინდა, უფრო ხშირად ვხედავდე, ვიდრე ჩემს ანარეკლს სარკეში… 

იყოს თავისთვის, ხან ის გამიღიმებს, ხან მე..

და ეს ღიმილი იქნება ყველაზე ჩვეულებრივი, ყველაზე უბრალო, ყველასთვის განკუთვნილი – არა განსაკუთრებით ჩემთვის, ან მისთვის.

იყოს თავისთვის, ხან მე მივწერ მესიჯს, ხან ის..

და არ ვიფიქრებ ყოველი რომანტიკულად მომზირალი  სმაილის დაწერა–არდაწერაზე…  და ეს მესიჯებიც იქნება უბრალო.

იყოს თავისთვის, ხან ის ჩაიცვამს რაც უნდა და ხან მე.

და არ ვიფიქრებ იმაზე, რომელ კაბაში ვარ ყველაზე ლამაზი და არც იმას ვიფიქრებ რომ ასე ლამაზად სპეციალურად ჩემთვის გამოეწყო.

იყოს თავისთვის და არ ვიფიქრებ, რა ვუთხრა.

იყოს თავისთვის და არ ვიფიქრებ, როდის გავიღიმო.

იყოს თავისთვის და ისევ ვირბენ წვიმაში, ოღონდ უმაგისოდ.

იყოს თავისთვის და როცა შემთხვევით რომელიმე ქუჩის კუთხეში გადავეყრები, არ გავწითლდები…

იყოს თავისთვის და ყველა “..” ნომერ ყვითელ ავტობუსს არ გავაცილებ თვალებით.. :)

იყოს თავისთვის და არ მომინდება რომ ჩავეხუტო!

იყოს თავისთვის, და არ ვიფიქრებ, რომ ყველაზე კარგია.

იყოს თავისთვის და არ გაკრთება ხოლმე ჩემს გონებაში ფრაზა: “ჩემი …..”

იყოს თავისთვის და მეც ვიქნები ჩემთვის!

თორე, დავიღალე…

იმიტომ, რომ სულ ვხედავ. უცბად ჩნდება ხოლმე ჩემში და ქრება, თვალებთან…     მე კი არ მინდა, რომ უფრო ხშირად ვხედავდე, ვიდრე ჩემს ანარეკლს სარკეში…

იმიტომ, რომ მეჩვენება, თითქოს ყველაზე კარგია და  მე კი არ მიყვარს, როცა თავს ვიტყუებ..

იმიტომ, რომ ვიცი ჩემი არაa და მე კი არ მიყვარს, როცა მეორე ვარ!

იყავი რა შენთვის!… 

თორე, დავიღალე…..


მე დავწერდი, რომ…

რომ არ კითხლობდნენ ჩემს ბლოგს ჩემი მეგობრები..

ნათესავები.. 

ჯგუფელები..

კურსელები..

KBH-ელები….

ჩემი მეგობრის დედა…

Facebook-იდან შემოხეტებულები…

მე დავწერდი რომ…..

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ მთელ დღეს  ვფიქრობდი.  დასაძინებლად რომ დავწექი, მაშინაც. ღამით რომ გამეღვიძა და წყლის დასალევად ავდექი, ისევ ჩემთან იყო.  მერე ფანჯარა რომ გამოვაღე და ნიავს შევუშვირე სახე, მაშინაც..

დილით, სიზმრისსურნელს გამოჰყვა.

მერე წირვაზე წასვლისასაც არ მომეშვა.

იქაც, ტაძარში…

მოკლედ, ავირიე!

უბრალოდ, მივხვდი რომ ჩემია…

ჩემში.

სულ მინდა რომ იყოს.

და თუნდაც, საღამოობით, დაღლილი რომ მოვიდოდა გორაკის პირას მდგარ პატარა სახლში, მე ოხშივარადენილ რძიან ჭურჭელს შემოვდგამდი ასადუღებლად ცეცხლზე და მერე დიდი დოქიდან წყალს დავუსხავდი დიდ, ფართო და დაძარღვულ ხელისგულებზე.

შეღამდებოდა.

აივანზე გავდგამდი სამფეხა ტაბლას და ორ პატარა სკამს.

მერე მთვარე ამოცურდებოდა. დიდი და სავსე.

იქნებოდა ზაფხული და ღამე.

ზაფხულის გრძელი ღამე.

დილით მამლები.

და მზე…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხო, აი ამას დავწერდი… : ) 

და ანი გადამერეოდა : ) 


გაზაფხულივით არეული პოსტი…

შემოგაზაფხულდა..  კარგი, არ მითხრათ, რომ კალენდარს შევხედო ან მობილურში ჩავიხედო. ვიცი, ვიცი რომ 5 მაისია და გაზაფხულის ნახევარზე მეტი გასულია,  მაგრამ მე მაინც ეს რამდენიმე დღეა რაც  ”შემოგაზაფხულების” შეგრძნება მაქვს..  

არეული ამინდები. ხან მზეა, ხან წვიმა.  ღამეები  თბილი და ჩუმი.  დილით წვიმის ხმა მაღვიძებს და ცოტა ხანში უკვე მზე  მიკაკუნებს ფანჯრის მინებზე.

აი ეს მიყვარს <3 

მინდა წავიდე, გავიქცე ე ე ე . . .  

მარტო მე ვიქნები, მზე და წვიმა.. 

მიწას გავაკრავ დამძიმებულ სხეულს და თვალებდახუჭული შევაცქერდები მზეს. 

მარტო ვიქნები.

და ვიფიქრებ, ვინმე რომ მხედავდეს, აუცილებლად შეშურდებოდა–მეთქი ჩემი.

……………………………………………………………………………….

… ჩემგან 2 სკამის გამოტოვებით მასწავლებელი ქალები სხედან და საუბრობენ. ყვითელი ავტობუსი ირწევა აქეთ– იქით. ერთ–ერთს ხელში ყვავილების დიდი თაიგული უჭირავს, ღონისძიებაზე ყოფილან. მასწავლებლები არიან. გაჩერებას ვუახლოვდებით, უფასო მგზავრობის ბარათებმომარჯვებული ქალები გასასვლელისკენ იწევენ.

–”ჩვენ, მასწავლებლები, სულ უფასოდ დავდივართ, ხოდა აი ეს თქვენ მეუღლეს ან შეყვარებულს მიართვით” – თაიგულს მძღოლის გვერდით დებს და ჩადის.

………………………………………………………………..

გუშინ გვანცას გავებუტე.  თითქოს უმიზეზოდ, მაგრამ მაინც… მინდოდა შეემჩნია რომ მეწყინა!   და ვერ ვიტან როცა ვიღაცაში მცვლიან. ხო, ვიცი, ვიცი, არავისშიც არ გავუცვლივარ და მართლა ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ვერ ვიტან მის ხანდახან უყურადღებობას, გულმავიწყობას…  ახლა მწერს, ნეკა თითი გაამზადე შევრიგდეთო: ) შევრიგდებით, აბა რას ვიზავთ, არც გვიჩხუბია. უბრალოდ მეწყინა და გულში არ დავიტოვე! ეგ იყო და ეგ…

………………………………………………………………

….  ”შიშველ სიმართლეს” ვთამაშობდით, მკითხეს, Facebook-ზე რომ შედიხარ, ჩათში, ვისი დანახვა გიხაირია ხოლმე ყველაზე მეტადო…

მერე დავფიქრდი. ხო, მიხარია და სულ მინდა რომ ვხედავდე!   (ალბათ :) )

ოღონდ, არ მიყვარს, მართლა.. უბრალოდ მიხარია <3

p.s. რომ არ კითხულობდნენ ჩემს ბლოგს ჩემი ნათესავები, ჯგუფელები, ჩემი მეგობრის დედა…  და ჩემი KBH-ელები, ალბათ უფრო მეტს დავწერდი :)  ნუ მზღუდაავთ! : )))

…………………………………………………………

… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯერ უნდა დავფიქრდე და მერე ვილაპარაკო. ან საერთოდაც არაფერი ვთქვი… სულ მცირე იმიტომ მაინც, რომ გია ბუღაძის შეკითხვაზე, ინგლისელ მხატვარზე არ ვთქვა რომ ფრანგია… : )

………………………………………………………….

… “მორჩა, დღეიდან დიეტაზე ვარ!” – უკვე მერამდენეჯერ გავიფიქრე და მივხვდი, რომ ყოველთვის, როცა უკვე გემრიელად ნაჭამი ვარ, მაშინ მაფიქრდება ეს… : )

………………………………………………………..

…სახლში მოსვლას ისევ ვაგვიანებ,  მაგრამ ისე ვიქცევი, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს.

………………………………………………………………

აღმოჩნდა, რომ ზოგიერთები სულ სხვანაირად აღმიქვამენ, არ მიფიქრია ამაზე არასდროს…

………………………………………………………………………….

ალბათ, ხვალაც დავაგვიანებ ლექციაზე…

მაღვიძარას დარეკვამდე მეღვიძება.  ლოგინიდან წამოვიწევი და ფანჯარას ვაღებ.  თეთრი ფარდა ოდნავ ფრიალებს. მე საბანში ვეხვევი, თვალებს ვხუჭავ და ფიქრს ვიწყებ. ვოცნებობ… არ მეთმობა. სიზმრებიდან გამოყოლილ სურნელს ღრმად ვისუნთქვა და..

ისევ ვაგვიანებ.
………………………………………………………………………………..……….

გაზაფხულივით არეული პოსტი….


Zahra Hindi <3

უბრალოდ მიყვარს <3    ჩემი განწყობაა… თბილი და  წყნარი <3

დილით ამის ფონზე მინდა რომ ვიღვიძებდე სულ  : )

რატომღაც ჩემ აღმოჩენად ვთვლი, მაგრამ იმედია, ასე არ არის და უკვე იცნობთ მის შემოქმედებას.

თუ არადა, მაშინ, აი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი სიმღერა…

კლიპიც რა თბილია…

…………….

მცირე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ. იმდენად მწირი იყო, რომ ჩემი ბლოგის მაგის დასადებად ვერ გავიგეტე : )


იმიტომ, რომ…

არ ვიცი ვის ვებუტები, ან რას.

უბრალოდ დღეს არ წავალ.

იმიტომ, რომ მცივა.

იმიტომ, რომ გარეთ ქარია.

იმიტომ, რომ მზე არ არის.

იმიტომ, რომ ახლახანს ვიბანავე.

იმიტომ, რომ გავცივდები.  :|

იმიტომ, რომ მეზარება…

იმიტომ, რომ მარტო მინდა ყოფნა.

იმიტომ, რომ გულს მტკენენ და არ იციან.

იმიტომ, რომ გულს ვტკენ და ვიცი.

იმიტომ, რომ ხშირად ვერ ვხვდებით რა გვინდა.

ან ვხვდები, მაგრამ ჩემს თავსაც კი არ ვუმხელ ამას…

იმიტომ, რომ მე ვარ..

არ წავალ, იმიტომ, რომ გუშინ წამოვედი…

მითხრეს, დარჩიო და არ დავრჩი.

შემეძლო არ შემემჩნია და შევიმჩნიე.

შემეძლო გავჩუმებულიყავი, მაგრამ ვთქვი..

იმიტომ, რომ არ უნდა მეტირა მაგრამ…..

p.s. ხვალ მოვალ.. გავიღიმებ და  უბრალოდ გეტყვით, რომ მიყვარხართ..

ან არც გეტყვით.

უბრალოდ… :  )


რა მესიყვარულება

შემოგაზაფხულდა…

შემომზეურდა და ამაფორიაქებს მალე ვიცი.

მემილიონჯერ მომანდომებს გავვარდე გარეთ და ვიბოდიალო მზიან ქუჩებში. მომანდობეს “არა-მარტო” ბოდიალს..

მაგრამ, როცა დავფიქრდები, ვხვდები, ასეც მშვენივრად ვარ!

მეტად თავისუფალი, უფრო მეტად დამოუკიდებელი!

ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და მომწონს.

არ ვარ 24 საათი მობილურს ჩაფრენილი იმის მოლოდინში, თუ როდის მომწერს მესიჯს!

არც ლექციებს შორის შუალედებს ვანაწილებს შეხვედრებისთვის.

არ ვფიქრობ იმაზე,  რა ვუყიდო დაბადების დღეზე. (და სხვათა შორის, არა მარტო მას…)

და არც აუცილებლობა მოითხოვს, ვიყო “მის” მეგობრებთან, რომლებთან ერთადაც ყოფნა არ მსიამოვნებს!

შემიძლია გავეპრანჭო ყველა ბიჭს და არ ვიფიქრო იმაზე რომ რაღაცას ვაშავებ!

შემიძლია უფრო ორგანიზებულად მოვეკიდო სწავალს და უფრო ხშირად ვნახო მეგობრები (თუნდაც იმ ავადსახსენებელი ლექციებს შორის შუალედების დროს.)

არ ვინახავ მობილურში “მიყვარხარ.. <3  ჩემიიიი…  :*  ვგიჟდები.. <3  სიცოცხლე ხარ.. ***  ერთადერთი.. :* ” და ა.შ.  მსგავსი სიტყვებით გამოტენილ მესიჯებს და ჩემი განუყრელი მობილურიც აღარ მეუბნება memory full-ო.

ხო, ამაზე გამახსენდა, ჩემი კომპიუტერიც არანაკლებ მადლობელია, სურათების წაშლასთან ერთად რამდენიმე KB-ის გამოსუფთავების გამო :)

სახლში მოსვლას საღამოობით ისევ ვიგვიანებ, მაგრამ ახლა ვიცი, რომ მიზეზის კითხვისას არ მოვიტყუები და თამამად ვიტყვი  ”რეპეტიციაზე ვიყავი”-მეთქი და ამიტომ ძველებურად არც სინდისი მქენჯნის ჩემი ტყუილების გამო.

კიდე რამდენი მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ ვიცი გამოხტებიან მავანნი და მავანნი და ერთი გემრიელად მიმლანძღავენ არარომანტიკულობისა და უგრძნობელობის ბრალდებით  ( ნეტა მიცნობდნენ.. : ) )

ხოდა, აბა ახლა თქვენ მითხარით, რა მესიყვარულება : )

და საერთოდაც,  რა საჭიროა სხვა..  როგორც ერთ ლექსში ვამბობ,

“მე მზესთან ერთად ღიმილით ვივლი!..”


მზიანდღიანი ამბები

ახლა “მე ვხედავ მზე”-ში ჩართულ ბლოგებს გადავხედე და  მივხვდი რომ ვზარმაცობ!  ყველა აქტიურობს ჩემს გარდა და მე არც კი მახსოვს ბოლო “მზიანი პოსტი” როდის დავწერე.  აი, მოსაყოლი კი იმდენი დაგროვდა არც ვიცი საიდან დავიწყო. (უბანალურესი ფრაზაა მაგრამ ახლა ზუსტად შეეფერება ჩემს მდგომარეობას)

მგონი ჯობია აპრობირებულ მეთოდს მივმართო და ყველანაირი ქრონოლოგიის გარეშე ჩამოვწერო უკანასკნელ პერიოდში ჩემს გარშემო მომხდარი მზიანი ამბები. : )

1. 8-ში იმედის დილის ეთერში ვიყავით მიწვეული თსუ-ს KBH-ის გუნდი და მცირე პროგრამა წარმოვადგინეთ. მე, შოთა, ვაჟა და მიროტა ვიყავით. მართლა ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო (რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი დილა უთენია ადგომაზე, რათა 8 საათზე ლუბლიანას 5-ში ვყოფილიყავით დარჭობილები :D ).  სიანფორმაციო გამოშვება მიგვყავდა მე და შოთას, ვაჟა- არტურ ხიფათიანი ( :D ) პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა ჰაიტიდან ( :) ) ხოლო მიროტა ამინდის პროგნოზს გვაცნობდა “იდეალურად”. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩანაწერი აქ ან აქ (08 თებერვალი, სამშაბათი, 08:35 წთ.)

2. თექის პირველ გაკვეთილზე ვიყავი. მასწავლებელი ძალიან მომეწონა, თუმცა ჯერ წესიერად თექის დალაგებაც ვერ ვისწავლე :) დღეს ვაპირებ მაგაში  ”გავიწაფო ხელი” :)

3. რამდენიმე დღის წინ ჩემ თამუნასთან დავრჩი, გიორგი ზბორებზე იყო წასული ესპანეთში და მარტო დარჩენის შეეშინდა სახლში. იდეალური იყო.. უაზროდ ბევრი ვილაპარაკეთ, დუბაის ამბები სულ დაწვრილებით მოვაყოლე და ჩემსკენ მომხდარი სიახლეებიც გავაცანი.  ხო “გარიგება2-ზეც” ვიყავით რატომღაც :D (აქვე ავღნიშნავ რომ ეს ის არ იყო რასაც 20 წელი ველოდით :D ყოველშემთხვევაში მე უკეთესი მინდოდა ყოფილიყო. ისე ამაზეც ღირს ერთი პოსტის დაწერა)

4. KBH-ის რეპეტიციები გრძელდება. 18-ში საქართველოს ჩემპიონატის გახსნითი კონცერტია და ვემზადებით. მომწონს.  რა ვთქვა.. მომწონს მიუხედავად იმისა რომ გუნდის წევრების სიმრავლის  გამო 3-ჯერ თუ  მოგიწია სცენაზე გასვლა, უკვე ვარსკვლავი ხარ :D

5. მგონი მუშაობაც დავიწყე. ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ ალბათ უფრო ვრცლად, ჯერ ჩემს მოვალეობებში მეც ვერ გავრკვეულვარ, თუმცა მიხარია რომ ჩემი პროფესიით ერთ-ერთ ჟურნალში!

6. პორტეპიანოზე დაკვრის გახსენება მინდა. და სხვა ვინ თუ არა ჩემი რაფაელო <3 მოკლედ, თუ ყველაფერი კარგად აეწყო კვირაში 2-ჯერ ჩემი ეკუნა “გაკვეთილებს ჩამიტარებს” და იმედია  აღარ შემრცხვება ხოლმე, როცა მთხოვენ დაკვრას და მაყვედრიან ჩემს 7 წლიან სწავლას მუსიკალურში :X

7.     “მე ლამაზი მეგობარი მყავდა…”

არ ვიცი, მგონი ეს ყველაზე დიდი მზეა და მე ბოლოსთვის მოვიტოვე.. ან შეიძლება საერთოდაც არაა “მზე”…  ჩემი, ძალიან ჩემი გამოჩნდა…  დიდი ხნის წინ დაკარგული. ჩემთვის…  ეკითხება ჩემს მეგობრებს ჩემზე..

იმედია მიხვდა, რომ არ ვიყავი მაშინ არაფერში დამნაშავე, და თუ რამე იყო, ეგეც ჩემი სისულელით მომივიდა.  უზომოდ მიყვარდა..  და მიყვარს..  ყველაფრის მიუხედავად!

p.s. არ ყოფილა “მზე”.. ახლა მითხრა რაღაცეები ეკამ და ვაედითებ.. სისულელეა. და მე კიდე რა ბავშვურად გამიხარდა! ბავშვია ისევ!..

სხვა?.. არაფერი მახსენდება.. უბრალოდ ბედნიერი ვარ და ეგაა..

გუშინ ჩემი ერთ-ერთი ფეისბუქელი მეგობარი მეუბნებოდა, რომ სრულყოფილი არა ჩემი ბედნიერება, იმიტომ რომ გვერდით “ჩემი ნაწილი” არ მყავს.. შეიძლება სადღაც მართალიცაა! “შეიძლება” არა, მართალია!

ყოვეთვის მჭირდება ადამიანი ვისაც შემიძლია უბრალოდ უსიტყვოდ ჩავეხუტო და ვგრძნობდე რომ მიყვარს… მაგრამ ამ ეტაპზე ეს ჩემთვის იდეალური მდგომარეობაა!!!


რა მინდოდა KBN-ში ანუ სასწრაფოდ გვირილები!

..ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, თავში რომ ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი (რატომ მაინცდამაინც 997?!.) აზრი გიტრიალებს და რომ გკითხონ რაზე ფიქრობო, უპასუხებ, არაფერზეო.

აი ამ წამს მეგობარმა დამირეკა:  ”კაპანაძემ დღეს 7-ზე მე-8 კორპუსშიოო!” ხო ვინც არ იცის ვეტყვი, მე თსუ-ს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი ვარ (?) და კაპანაძე კი ჩვენი გლავნია  :D

ვუთხარი რომ ვერ მივალ. ბლა ბლა ბლა.. არგუმენტი მილიონია და თქმა კი მხოლოდ იმის მოვახერხე რომ ხვალ დილით გამოცდა მაქვს და მე ჯერ არაფერი მისწავლია!..

არადა..   რა ვიცი..

…ახლა სულ ერთადერთი გვირილა მინდა:  გავატანდი მის ფურცლებს ქარს..

“მინდა…”    ”არ მინდა… ”   “წავიდე… ”  ”არ წავიდე…”

მაგრამ, რადგან გაზაფხული და მინდვრის გვირილები ჯერ კიდე  შორსაა, მე კი ჰოლანდიურის არაფერი მწამს მგონი ყველაზე ჭკვიანური იქნება ავდგე და ჩამოვწერო არგუმენტები  KBN-ის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ.

(წინასწარ ვგრძნობ არაფერი გამომივა.. ვიქნები მაინც ასე სასიამოვნო მოგონებებსა და გაურკვევლობას შორის გამოკიდებული)

……თამაში ძალიან დიდი ექსტრემია. დგახარ შირმის უკან აცეტებული გულით  და არ იცი სულ 2 წამში როცა სცენაზე გახვალ, გაეცინება თუ არა ხალხს იმაზე, რასაც ამდენი ხანი ქმნიდით, რის გამოც სახლში ღამის 1 საათზე მიდიოდით და რომლის გამოც ზოგჯერ გუნდელები ერთმანეთს ხოცავდით.

და მერე, როცა სცენაზე დგახარ, აღარ გახსოვს რასაც 2 წამის წინ შირმის უკან მდგომი ფიქრობდი, უბრალოდ თამაშობ მთელი გულით და სადღაც შორიდან გესმის  მაყურებლის სიცილი..  (როგორც ემირი იტყოდა “გაგჯა ხალხი სიცილით :D ) 2 წუთში უკვე ისევ შირმის უკან დგახარ დამშვიდებულ-ნასიამოვნებ-აჟიტირებული და ფიქრობ, რომ ძალიან მალე მოხდა ყველაფერი,  კიდევ.. კიდევ..

მე უკვე შეყრილი მაქვს  KBN-ის სცენის მტვერი! :)

მაგრამ.. ეს არაა მთელი ჩემი ცხოვრება! არც  ჩემს მომავალას ვაწყობ მასზე. ეს ჩემთვის გასართობია, ჰობი, გატაცება, ან რაც გინდათ ის დაარქვით…

და ნეტა ღირს? რას იტყვით?..

….აი, ისევ ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი არგუმენტი აირია თავში..  (?)

მე ისევ არაფერს ვფიქრობ..

p.s.  ისევ,  სასიამოვნო მოგონებებსა და გაურკვევლობას შორის გაჩხერილი დავრჩი..  )))

p.s.s გუშინ ერთი ჩემი უკვე ძალიან ახლობელი ადამიანი მეუბნებოდა, ერთ ფურცელზე უნდა ჩამოვწერო რა მინდა საერთოდ ამ ცხოვრებაშიო.

1 სურვილი – გამოვრთო ეს მუსიკა, უკვე თავი რომ ამატკივა და ვერ ვხვდები! :D

2 –  მინდა ყოველდღიური ტვინის ბურღვისთვის მადლობა გადაგიხადო, რომ მისმენ  : )  - მხიარულ განწყობაზეა…

(რამდენიმე წუთის შემდეგ)

“-ჩამოწერე?

-არა

-რატომ?

-რომ დავფიქრდი მე-3 რა მინდა, არის ის რომ, არ მინდა რომ ჩამოვწერო!.. : )”

…ალბათ არც მე მინდოდა, ჩამომეწერა და გამერკვია  მინდა თუ არა KBN-ში.

ამიტომაც ვარ გაჩხერილი მოგონებებსა და გაურკვევლობას შუა…


Follow

Get every new post delivered to your Inbox.