ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ შენი მქვია….

’’ჩემია.. ჰო, ჩემია და მორჩა. თავიდან ბოლომდე!’ ’ - ვავლენ ჩემს ეგოისტურ გრძნობებს.  თუმცა, ეგოისტობა რა შუაშია, როცა მართლა შენია ვინმე…

რაღაცის თქმა მინდა, ვაკოწიწებ სიტვებს და ახლა ნამდვილად ვხვდები, რას ნიშნავს როცა სიტყვები არ გყოფნის.
მერე იმას ხვდები, რომ სიტყვები საერთოდ არ არის საჭირო.

მთავარია, რომ უბრალოდ გრძნობ… <3

სადღაც შიგნით, ღრმად, გულის ამოვარდნამდე…

იქამდე, სანამ ბედნიერებისგან კანკალს არ დაგაწყებინებს.

და კიდე იქამდე, სანამ შეგიძლია სუნთქვა…

ყოველთვის მინდოდა მეყვირა, მთელს სამყაროს გაეგო ამის შესახებ. ახლა ჩუმად მინდა ყოფნა. ჩემთვის,  ჩემს პატარა ნაჭუჭში ჩაკეტილი მინდა ვიყო, მასთან ერთად.

……………………………………………………………………………………..

მე ბედნიერ ვარ!

იმიტომ, რომ შენი მქვია… <3


სალოლას ბლოგი უქმდება?!.

სალოლას ბლოგი უქმდება!!!

მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარი სამუდამოდ იხურება!!!

…..აი,  ზუსტად ამ სიტყვებით უნდა ვიწყებდე პოსტის წერას, მე სულ ცოტა სინდის-ნამუს-წვერ-ულვაში და შუბლზე ძარღვი რომ მქონდეს შერჩენილი,  მაგრამ არა!

მე ისევ აქ ვარ… ჩემი გრძნობებით, ვნებებით და სათქმელით..

დავბრუნდი, უძღები შვილივით…

დავბრუნდი, იმიტომ რომ გამიჭირდა.

დავბრუნდი, იმიტომ რომ სათქმელი მაქვს.

დავბრუნდი, იმიტომ რომ ყველაზე ჩემი ადგილია.

დავბრუნდი,  იმიტომ, რომ როგორი უყურადღებო, მოუცლელი და ზარმაციც არ უნდა ვიყო, ჩემი ბლოგი მაინც უაზროდ და უზომოდ მიყვარს!!!

დავბრუნდი  იმიტომ, რომ ის ერთადერთია,  რომელსაც შეუძლია, უშეცდომოდ მოგიყვეს ჩემზე… <3 

……………………………………………………………………

დავბრუნდი  ზუსტად 2 თვის შემდეგ…

აქ ვარ!


Follow

Get every new post delivered to your Inbox.