სალომე უჯარმელი

28 იანვარი სალომე უჯარმელის ხსენების დღეა!!!

საქართველოს ისტორიიდან ცნობილია იბერიის დედოფალი, რევ მირიანის ძის მეუღლის, სომეხთა მეფის თრდატის (287-330წწ.) ასული სალომე უჯარმელი„რამეთუ მოსცა თრდატ ასული თვისი, რომელსა ერქუა სალომე, ძესა მირიანისასა ცოლად, რომელსა ერქუა რევ“ ( ქართლის ცხოვრება“ Iთ70).

წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს) უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.

სალომე უჯარმელი მირიან მეფის (ხს. 1 ოქტომბერს) ვაჟის, რევის ცოლი იყო. პეროჟავრაც ქართლის ერისთავის მეუღლე გახლდათ. მათ დედოფლის პატივთან ერთად „ტყვე ქალის“ – წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთეს და მუდამ იწვრთნებოდნენ წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.

ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.

ღვთის განგებით, წმიდა ნინო დაბა ბოდინში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმიდის თაყვანისმცმემლები, რომელთა შორისაც იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელიც. დედოფლებს „გამოსდიოდეს ნაკადულნი ცრემლთანი თუალთაგან მათთა განშორებისათვის მოძღვრისა მოღუაწისა და სნეულთა მკურნალისა“. მათ სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულ წმიდანს ჰკითხეს: „ვინაჲ ანუ ვითარ მოშუერ შენ ქუეყანასა ჩუენსა, მაუწყე ჩუენ საქმე შენი! რაჲსა იტყჳ ტყვეობასა, ტყვეთა მხსნელო სანატრელო?“

წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 15 იანვარს, წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

 

ყველა სალომეს გილოცავთ!

წმინდა სალომე უჯარმელი გფარავდეთ!


About these ads

12 Comments on “სალომე უჯარმელი”

  1. Toma says:

    dges vigacam dacera FB ze salomeobas gilocavto da megona xumrobda, turme martla kofila es dge :)

  2. kanario says:

    shenc gilocav da chems tavsaaac :*

  3. salomeaa says:

    ძალიან მიყვარს ეს დღე:) ჩვენი ანგელოზის დღეა.
    2 აგვისტოს არის წმ. სალომე ქართველი სპარსთაგან წამებულის ხსენების დღე.
    აღდგომის მეორე კვირას კი მენელსაცხელბლე დედათა კვირაა და წმ. სალომეს ხსენების დღეა.
    ანუ სამი წმ.სალომე გვყავს მფარველად

    • salolas says:

      ვიცოდიიი : ))) მეც აი საოცრად მიყვარს.. სხვა სახელი რომ მრქმეოდა საერთოდ ვერ წარმომიდგენია.

      2 აგვისტო განსაკუთრებით რაღაცნაირად მნიშვნელოვანია ჩემთვის, კარგ მოგონებებთან ასოცირდება :) თან წმინდა ილია მართლის და ილია თეზბიტელის ხსენების დღეცაა..

  4. salomeaa says:

    მეც მიყვარს ჩემი სახელი, ოღონდ დღემდე დაბნეული ვარ სალომე ვარ, სალომეა, სალი, სალო, სა თუ უბრალოდ ს:)

    • salolas says:

      :) მე კიდე ერთი სახელი მაქვს შენი ჩამოთვლილების გარდა – სალუ.. : )))

      და ჩემი სახელი ყველაზე მეტად ამიტომაც მომწონს რომ რაც არ უნდა დამიძახონ, თუნდაც სულ უბრალოდ “ს” მაინც მომწონს! <3

      აა ხო კიდე "სალ" გამოგრჩენია :დ

  5. saloia says:

    აი ეს უკვე არ ვიცოდი.რა კარგია სალომეებს ჩვენი მფარველი ანგელოზი რომ გვყავს.ძალიან გამიხარდა.მე ყველასთვის ,,სალოია” ვარ.ჩვენთან ქუთაისში ასე მოსწონთ

    • salolas says:

      ჰო, შენს სახელს რო ვკითხულობდი მეც რატომღა წარმოვიდგინე რომ ქუთაისელი იყავი :))

  6. saloia says:

    ჰაჰაჰ რა კარგად გამეცინა სალოლაა.:] ჰოო აქ თითქმის ყველაფერს უმატებენ ,,ია”-ს.ნუ გამონაკლისების გარდა.:]]

  7. salome says:

    gilocavt :))


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 67 other followers