სიკვდილის რეპეტიცია…
Posted: June 7, 2010 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), ჩემეული ჩანახატები... :), problem... | Tags: ადამიანი, ბავშვი, ოთარ ჭილაძე, რეპეტიცია, სამყარო, სიკვდილი, სიყვარული 29 Comments » ოთარ ჭილაძე: “…. ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც დიდებისგან გა
ნსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ, რაც არ უნდა უცნაურად მოგჩვენოთ, სიამოვნებთ კიდეც. უფრო სწორედ, საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა კი არ სიამოვნებთ, მათი სიკვდილით შეძრწუნებული და გულმოკლული ახლობლების უცილობელ სიყვარულში დარწმუნება ანიჭებთ ბავშვებს ენით უთქმელ სიამოვნებას, ისინი განუწყვეტლივ მოითხოვენ ამ სიყვარულის დადასტურებას, ყველგან და ყველაფერში ამ სიყვარულის აღმოჩენას ცდილობენ. და იმდენად ძლიერია მათი სურვილი და მოთხოვნილება, ძალაუნებურად, თითქმის შეუგნებლადაც იწყებენ სიკვდილზე ფიქრს, რადგან სიკვდილი ყველაფერზე უკეთესად გამოკვეთს და გამოაჩენს ხოლმე გრძნობას, რომელსაც ისინი ეძებენ და რომელიც სიკვდილის გამოჩენამდე სხვა წვრილმანსა და უმნიშვნელო გრძნობებშია გათქვეფილი…”
მეც რამდენჯერ მიფიქრია სიკვდილზე… დედა.. მამა… მეგობრები… ყველა ტიროდა ჩემთვის ჩემ ფიქრებში. სიჩუმე…. გულიდან მოდიოდა, მუცელს მწვავდა რაღაც გაურკვეველი.. მერე მოდიოდა, მოიწევდა თანდათან მაღლა და სადღაც ყელში მეჩხირებოდა… მერე ისევ გაიელვებდა ცრემლიანი სახეები და… მიხაროდა! და მერე ჩემი თავი მეცოდებოდა ყველაზე მეტად… თეთრი ყვავილებით მორთულ სასახლეში თვალდახუჭული… თეთრი ყვავილები.. ყელში გაჩხერილი ბურთი შეიძვრებოდა და ცრემლებად გადმოედინებოდა.






როგორც კი სიტყვა ”სიკვდილი” გაჩნდება ჩემში მაშინვე უკუვაგდებ ხოლმე.
არ მინდა ფიქრი. მერეც მეყოფა.
ბავშვობაში ხშირად მესიზმრებოდა ხოლმე და საშინელებაა… არ მინდა სიკვდილი და არც მასზე ფიქრი
სიკვდილზე უნდა იფიქრო მარ.. მაინც მოვა
რა დაგამშვიდეე
მარი არა, ნათიაა ეგ
)) ხო, სიკვდილზე მეც მიფიქრია, მარა მაგაზე უარეს რამეებზეც მიფიქრია და ლამის გული გამისკდეს ხოლმე
რა საინტერესოა.. ტომ სოიერი გამახსენდა.
ტომ სოიერი? ჰმმ… რატომღაც ვერ ვიხსენებ.. არა ტომ სოიერს რა დამავიწყებს, უბრალოდ იმ ეპიზოდს ვერ ვიხსენებ რაც ამის წაკითხვისას შენ გაგახსენდა
რა არის სიკვდილის შიში: როცა მე ვარ სიკვდილი არ არის და როცა სიკვდილია მე აღარ ვარ…
კარგი სიტყვებია.. მაგრამ რატომგაც მგონია რომ სიკვდილი მაინც არაა შიში!…
და საერთოდაც ამ პოსტში სიკვდილზე ან სიკვდილის შიშზე არ ვწერ..
Marr
ვაიმეე არ შევრცხვი ამხელა ქალი
მემაპატიეთ, შემთხვევით მომივდა თორე განა არ ვიცი
:*
მაგრამ სიკვდილზე ფიქრად ითვლება შენი ცხოვრებაც, ცხოვრების წესი,რელიგია,მარხვა,ზიარება – ყვეაფერს ხომ სიკვდილის შემდეგ ”კარგი ხოვრებისთვის” ვაკეთებთ.
მაგრამ მე უდაოდ ჩემს ან რომელიმე ახლობლის სიკვდილის სცენაზე ფიქრი არ მინდა
ხო მთელი ცხოვრება სიკვდილისთვის მზადებაა (უნდა იყოს)
მაგრამ მე აქ სხვა რამეს ვწერ, ანუ რატომ უნდება ადამიანს (ზოგადად ბავშვებს როგორც ოთარ ჭილაძე ამბობს და კონკრეტულ შემთხვევაში მე, ) სიკვდილი. დროებითი მაინც
ბავშვური შურისძიება
იმიტომ რომ სიკვდილი ყველაზე უკეთ წარმოაჩენს გრძნობებს, და გული წყდებათ ადამიანებს ერთმანეთზე. და როცა ვფიქრობ ჩემ სიკვდილზე, წარმოვიდგენ ადამიანებს რომლებმაც დიდად თუ პატარაზე გული მატკინეს იმ წუთში ან ადრე და მსიამოვნებს მათი მწუხარე სახეების დანახვა,, ერთგვარი შურისძიებაა მათზე
შეიძლება ეს ცოტა ეგოისტობაც იყოს….
saintereso postia….momewona. roca garshemomyopebidan siyvaruli gvakldeba sakutar sikvdils carmovidgent da amit uyuradgebo garshemomyopebs vsjit….
ძალიან ნაცნობია:))
ბავშვობაშიც და დღესაც კი მიფიქრია ამაზე.
საერთოდ, როგორც ჩანს, ვინმეზე/რამეზე განაწყენებისას შურისძიების სურვილისას იბადება ასეთი აზრები.
მეც ამასწინათ ამოვიჩემე, ოღონდ ისე მინდოდა, მთლად რომ არ მოვმკვდარიყავი, მერე გადამიარა და ერთ დღეს ქუჩაზე სრულიად მშვიდ სიტუაციაში გადასვლისას გამახსენდა, ხომ შეიძლება ახლა მანქანა დამეჯახოსთქო.
ჰოდა ფაქტიურად დამეჯახა, ოღონდ საბედნიეროდ რბილად. და იქედან არა საიდანაც წესით საფრთხე უნდა ყოფილიყო, ანუ მომავალი მანქანებიდან.
თვითონაც გადაფითრდნენ. მე ძალიან ვერ ვეჩხუბე, იმდენად დარწმუნებული ვიყავი რომ “რაი ვიფიქრე, იგი აცხადდა”, კინაღამ
)
კუთხიდან გამომავალი პატრულის მანქანა დამეჯახა
ხო მართლა ეგ გამომრჩა, რომ მეც მინდა ხოლმე რომ თუ მაინცდამაინც არ მოვკვდები რამე მომივიდეს
ისეთ რა სახიფათოო
ანუ გვინდა რომ ზრუნავდნენ ჩვენზე, რაღაც როცა გიჭირს სმწუხაროდ მაშინ უფრო გამოხატავენ ადამიანები სითბოს და სიყვარულს…
და კიდე იმის თქმა მინდოდა, რომ ზუსტადაც, მარტო ბავშვები არ არიან ასე..
“ყველას უნდა მზე…”
ვაიმე, სიკვდილზე ვოცნებობდი ხოლმე, მაგრამ ისე რომ უნდა დამენახა, როგორ იტირებდნენ ჩემი ახლობლები და ა.შ. ვოცნებობდი, რაც შეიძლება ტრაგიკული სიკვდილი მქონოდა და სიკვდილის წინ ყველას ისეთი რამ გაეკეთებინა ჩემთვის, მერე რომ ინანებდნენ, როცა ჩემი სიკვდილის ამბავს გაიგებდნენ… ვოცნებობდი, გმირულად მოვმკვდარიყავი, მაგალითად ავარიის დროს ვინმე გადამერჩინა და ისე, სიკვდილზე ახლაც ვოცნებობ, მარა სიცოცხლე მინდა …
აი აი ზუუუუსტად ეგააა ამ პოსტშიც რა, რომ ყველას გვინდა ჩვენზე გული დაწყდეთ და ინანონ რომ როდესღაც რაღაც გვაწყენინეს, და აი მაააგრად შვეცოდოთ
რა ეგოისტები ვართ ეე ეხლა მივხვდი ზუსტად
მაგრამ მეორე მხარეც აქვს რომ იმიტომ გვ ინდა ასე რომ ესე იგი რაღაც პონთსი სითბო და სიყვარული გვაკლია და რომ მოვკვდებით მაშინ ხომ მაინც დაგვაფასებენ და ინანებენ რომ სიყვარულს არ გამოხატავდნენო ვფიქრობთ ქვეცნობიერში
ვოოოტ ტაკ
აუ, კი, კიიიიიიი, ტომ სოიერი მეც გამახსენდა, ტომიც ფიქრობდა სიკვდილზე
როგორ იტირებდა დეიდა პოლი
უი ხოო ჩემი ტომიიი :* ვგიჟდები ისე მიყვარს, ტომი და ჰეკლბერი :* გამახსენდა ეგ ადგილი მეც
მადლობა ამ პოსტისთვის!!!!!!! მეეც რამდენჯერ მიფიქრია, წარმომიდგენია ჩემი კუბო, ჩემი საფლავი, ჩემს კუბოზე გადამხობილი მეგობრები და ნათესავი, მეც იქვე შორი ახლოს ხალხის ემოციებს ვაკვირდები და ვარკვევ თურმე ვის ვუყვარვარ მართლა
)) მერე ბოლოს ჩემი თავი სასიკვდილოდ ვერასოდეს მემეტება ხოლმე მაგრამ მაინც მიყვარს ეს ბავშვური “სულელური” წარმოდგენები
)
xoo mec egre var, mere aucileblad kargad vamtavreb xolme
aba sad maqvs mosaklavi tavi
მეც რამდენჯერ მიფიქრია იცი?
აი ასე წარმომიდგენია, რომ საკაცეში ვწევარ და როგორ დამტირიან ჩემი საყვარელი ხალხი
რა გვაფიქრებს ისე ამ ახალგაზრდებს სიკვდილზე აა?
yvelas, yvelas ufiqria amaze.. ra gvafiqrebs da martoobis shegrdzneba, cota egoistobac aobat,, gvinda axloblebis siyvarulshi davrwmundet, sikvdili ki yvelaze uket gamoxatavs grdznobebs
არაა… ჩემი ყოველთვის ცუდად მთავრდება და მერე ცრემლების ზღვარზე რომ ვარ ვხვდები და ვჩერდები !!!
megona es mxolod me mchirda. radgan mec bevrjer mifiqria, gamitamashebia chemsave fiqrebshi chemi sikvdili da vakvirdebodi chemi nacnobebis reaqciasm romlebsac aseve me vatamashebdi. es ertgvar speqtakls gavda da ramodenimejer idgmebodaxolme chems gonebashi.
ხო ხედავ მარტო არ ყოფილხარ თურმე : ))) დამიჯერე ადამიანების უმრავლესობა ამაზე ფიქრობს და თან არც თუ ისე იშვიათდ. თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ ეს უფრო ბავშვებს და სათუთი სულის ადამიანებს ახასითებთ.. სულ სიყვარულის დამტკიცებას რომ ითხოვენ სხვებისგან და არ შეუძლიათ სითბოს გარეშე სიცოცხლე…
ეგოიზმი, რომელითაც თანდათან ვუახლოვდებით სიცოცხლეს – სიკვდილის რეპეტიცია!
“სიკვდილისთვის ვჩნდებით!”
არა, სიკვდილისთვის არ ვჩნდებით : )))))
სხვა რამისთვის ვიბადებით და ამის ნაკლებობა გვაგრძნობინებს ხოლმე სიკვდილს
და მაინც, ჭილაძე , როგორც ყოველთვის მართალია, საბოლოოდ ყველა შემთხვევაში ესე გამოდის – “სიკვდილისთვის ვჩნდებით!” – და, რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ფიზიკურ სიკვდილზეა საუბარი. თორემ ესეც ჰო ჭილაძის სიტყვებია “ადამიანები მოკვდავი ღმერთები არია, ხოლო ღმერთები უკვდავი ადამიანები”
ჰო და კიდევ, წინა კომენტარში დამვიწყებია მეთქვა, რომ
სიკვდილის რეპეტიცია- გენიალური ფრაზაა, თუ რაც შეიძლება დაერქვას…
ხო რავი, სიკვდილისკენ კი მივდივართ ყველანი და..
და რადგან ეგ “გენიალური” ფრაზა მე მოვიფიქრე, გამოდის, მეც გენიალურობის ნაწილი ვარ